ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისი-სენაკი-ზუგდიდის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე. სოფელ ციასში ერთმანეთს "ფიატისა" და "პიკაპის" მარკის ავტომობილები შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად "ფიატის" მძღოლი დაშავდა და ის ზუგდიდის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ავარიის გამო მოძრაობა დაახლოებით 40 წუთით შეფერხდა, ამიტომ ავტომობილები შემოვლითი გზით გადაადგილდებოდნენ.
ავარიის მიზეზებს გამოძიება დაადგენს. "პიკაპის" ავტომობილს ზუდგიდის გამგეობის თანამშრომელი მართავდა.
ავარიის მიზეზებს გამოძიება დაადგენს. "პიკაპის" ავტომობილს ზუდგიდის გამგეობის თანამშრომელი მართავდა.