ახლადარჩეულმა გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ უწყებაში თანამშრომლების გათავისუფლება დაიწყო. „Frontnews”–ის წყარო, რომელიც თავად გახდა გამგებლის მსგავსი გადაწყვეტილების ობიექტი, სააგენტოსთან საუბრისას აცხადებს, რომ საკადრო წმენდა არასამართლიანად მიმდინარეობს.
„სამსახურიდან გაგვიშვეს ის ადამიანები, რომლებიც უკვე მესამე წელია, "ქართული ოცნების" გვერდით დგას და 2012 წლის და მომდევნო არჩევნებშიც დიდი წვლილი აქვს შეტანილი კოალიციის გამარჯვებაში. ძველი თანამშრომლები კი, რომლებიც ჩვენს წინააღმდეგ იბრძოდნენ, მაღალ თანამდებობებზე რჩებიან. მათ შორის არის თენგიზ შანავა – ადმინისტრაციის უფროსი, რომელიც საზოგადოებასთან არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებაშიც კი არის შემჩნეული, მათ შორის, სატელევიზიო კამერებთან. გარდა ამისა, წინა ხელისუფლების დროს სწორედ შანავა და მისი თანამშრომლები იყვნენ ყველა ბინძურ საქმეში გარეული, რაც ხდებოდა ზუგდიდში ბიზნესწილების მოთხოვნასა და სხვა საქმეებთან დაკავშირებით. ალბათ, ჩვენს გამგებელს სწორედ ასეთი ხალხი სჭირდება, სხვა მიზეზს ვერ ვხედავ – ისინი დატოვეს, ჩვენ გამოგვყარეს და გამგებელმა ჩვენთან შეხვედრაც კი არ ისურვა. მხოლოდ ბოდიში შემოგვითვალა, ადგილები არ გვაქვსო“, – აცხადებს სააგენტოს წყარო, რომელიც გასაგები მიზეზების გამო მისი ვინაობის გასაჯაროებაზე უარს ამბობს.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ვითარება არ გამოსწორდება, არაა გამორიცხული ზუგდიდში საპროტესტო აქციები დაიწყოს, რადგან საჯარო უწყებებიდან კიდევ ბევრი თანამშრომლის გათავისუფლება იგეგმება.
წყარო http://frontnews.ge/