Express News

გაერო საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გამოიძიოს წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულები- რა ხდება "ნაცმოძრაობაში" გაეროს დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ?













"ალიას" "ნაცმოძრაობასთან" დაახლოებულმა 
წყაროებმა აცნობეს, რომ მათი ლიდერის 
უმძიმესი მდგომარეობის გამო, პარტია, 
ფაქტობრივად, პარალიზებულია.
 ერთი უბდურება ხომ მიშას წინააღმდეგ საქმის აღძვრა იყო,
 მაგრამ უარესი წინ ელით.
 გაეროს ადამიანთა უფლებების კომიტეტმა,
 "ნაციონალებს" შავი დღე აყარა.
 ამ კომიტეტის დასკვნაში გარკვევით წერია,
 რომ გაერო საქართველოს ხელისუფლებას
 მოუწოდებს, გამოიძიოს წინა ხელისუფლების
 მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულები - ძალადობის,
 არასათანადო მოპყრობის, წამების, 
საკუთრების უკანონოდ ჩამორთმევის, 
ძალაუფლების ბოროტად გამოყენების 
მთელი რიგი სერიოზული ფაქტები. 
კომიტეტი მოითხოვს, საქართველოს 
ხელისუფლებამ განსაკუთრებული ყურადღება 
მიაქციოს "მშვიდობიანი დემონსტრაციების 
ძალადობრივ დარბევას 
2007 წლის 7 ნოემბერს, 2009 წლის 15 ივნისსა და 2011 წლის 3 იანვარს და ჟურნალისტებზე თავდასხმებს". 
დასკვნას ხელს აწერს კომიტეტის 
ყველა 18 წევრი. მოკლედ, არც მეტი და არც ნაკლები, 
გაერო მიხეილ სააკაშვილსა და 
"ნაცმოძრაობას" კაცობრიობის 
წინაშე ჩადენილ დანაშაულებში 
ბრალს სდებს და თუ ეს დანაშაული სააკაშვილს დაუმტკიცდა, 
მასაც და მისი ხელისუფლების რამდენიმე
 წარმომადგენელს საერთაშორისო ტრიბუნალი 
არ ასცდებათ", - წერს გაზეთი"ალია" სტატიაში სათაურით რა ხდება "ნაცმოძრაობაში" გაეროს დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ?

"ნაცებისთვის" ეს დასკვნა ხომ თავისთავად შოკისმომგვრელია, 
მაგრამ ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ გაეროს დასკვნაში 
სწორედ იმ საქმეზეა ლაპარაკი, რის 
გამოც საქართველოს პროკურატურაში 
სააკაშვილის წინააღმდეგ საქმე აღიძრა - 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის ვანდალურად დარბევა. 
ამ დასკვნის შემდეგ, "ნაციონალთა" არც ერთ 
ჭკუათმყოფელ ლიდერს ეჭვი აღარ ეპარება, 
რომ მიშას წინააღმდეგ საქმის აღძვრა 
საქართველოს ხელიოსუფლების, 
ევროკავშირისა და ამერიკის ხელისუფლების
 ერთობლივი გადაწყვეტილება იყო და 
მიშასა და "ნაციონალთა" მშველელი და პატრონი, 
დედამიწის ზურგზე, აღარავინ არის. 
"ნაციონალთა" ლიდერები, თურმე, იმაზეც წუხან, რაც თავად მიშა სააკაშვილისგან ამ დღეებში შეიტყვეს. 
სააკაშვილის ბიძას, თემურ ალასანიას,
 მოგეხსენებათ, გაეროს განიარაღების 
კომიტეტში სერიოზული თანამდებობა უკავია. 
ალასანიას გაეროს ადამიანის უფლებათა 
დასკვნაზე არათუ გავლენა ვერ მოუხდენია, მეტიც, 
ამ დასკვნის საფუძველზე, შესაძლოა, 
მის კარიერასაც საფრთხე დაემუქროს.
 ყველას კარგად მოეხსენება, რომ 
გაეროში და ცალკეულ 
პოლიტიკოსებთანაც, ალასანია
 საკუთარი დისშვილის ლობისტი და 
პატრონიც იყო", - აღნიშნავს გამოცემა.

"სწორედ გაეროს ეს დასკვნა იქცა იმის მიზეზად,
 რომ დასავლელმა პოლიტიკოსებმა 
სააკაშვილისთვის ზურგის შექცევა დაიწყეს.
 მართალია, მიშა ხან ერთ ქვეყანაშია, ხან
 მეორეში და ამით თავის მომხრეებს 
ამშვიდება, - პოლიტიკური თავშესაფარი 
არ მჭირდება, ხომ ხედავთ, ყველა ქვეყანა სიამოვნებით 
მმმასპინძლობსო, მაგრამ მალე ერთი
 ქვეყნის მასპინძლობაც კი სანატრელი 
გაუხდება. "ნაციონალთა" ლიდერები 
კულუარულ საუბრებში აღარ მალავენ,
 რომ გაეროს დასკვნამ მათ საბოლოოდ 
მოუთავა ხელი და საერთაშორისო 
ასპარეზზე ვეღარც ლობისტთა მხარდაჭერა 
უშველით და ვერც ვერანაირი პიარი.
 სააკაშვილი ორი დღე დასდევდა ამრიკაში ამ ქვეყნის 
გავლენიან პოლიტიკოსებს, რომ 
ვინმეს შეხვედროდა, მაგრამ ყველამ რაღაც 
მიზეზით უთხრა უარი. ერთი საყურადღებო ფაქტიც. 
"ნაციონალთა" კულუარებში აცხადებენ, გაეროს დასკვნის 
გამოქვეყნების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილისა
 და "ნაცმოძრაობის" მომსახურებაზე უარი
 განაცხადეს იმ ამერიკულმა ლობისტურმა 
კომპანიებმა, რომლებიც წლების მანძილზე 
ემსახურებოდნენ მათ. კერძოდ, "მოდესტა
 გრუპ"-მა და "ორიონ სტრატეჯი"-მ", - წერს სტატიის ავტორი.

"შესაძლოა, მალე სააკაშვილს უკრაინაში ჩასვლაც
 აუკრძალონ. ევროკავშირის ლიდერებს, უკრაინის
 პრეზიდენტს, პიოტრ პოროშენკოსთვის 
შეუთვლიათ, რომ სააკაშვილთან შორს 
დაიჭიროს თავი, მისგან ნელ-ნელა 
დისტანცირება მოახდინოს და 
საბოლოოდ, კიევშიც შეამცირონ 
მისი ვიზიტები. უცხოელმა პოლიტიკოსებმა
 კარგად იციან, რომ უკრაინაში კონფლიქტი 
რუსეთის გარეშე ვერ მოგვარდება და ახლო 
მომავალში, შესაძლოა, რუსეთის ხელისუფლებასთან 
მოლაპარაკებების გამართვა მოუწიოთ. 
ამ საქმეში კი სააკაშვილი ხელის შემშლელი
 ფაქტორია. სხვათა შორის, ვიდრე უცოელი
 ლიდერები პოროშენკოს სააკაშვილის ჩამოცილებას
 ურჩევდნენ, იგივეს ეუნებოდა პრეზიდენტს 
პარლამენტის თავმჯდომარე, არსენ იაცენუკი
, რომელსაც განსაკუთრეით ის არ მოსწონდა, 
რომ სააკაშვილი ხშირად უკრაინის სახელითაც 
აკეთებდა განცხადებებს", - განაგრძობს გამოცემა.

"მოკლედ, მთელი მსოფლიო მიხეილ
 სააკაშვილს ისე ექცევა, როგორც 
პოტენციურ დამნაშავეს. არავის არ 
უნდა, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ 
დანაშაულში საქართველოს ხელისუფლების
 მიერ ბრალდებული და გაეროს მიერ ეჭვმიტანილი 
ახლოს გაიკაროს, მით უფრო, მალე მიშას ინტერპოლიც
 დაუწყებს ძებნას და უფრო დიდი თავის ტკივილი
 გახდება ნებისმიერი პოლიტიკური ლიდერისთვის.
 სააკაშვილის საერთაშორისო იზოლაციის პროცესის
 დაწყება კიდევ ერთი დასტურია იმისა, 
რომ საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო
 საზოგადოების სერიოზული მხარდაჭერა ექნება 
ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ სამართლებრივი 
პროცედურების წარმოებისთვის, რეალური 
შანსი არის იმისა, რომ სააკაშვილს რომელიმე
 ქვეყანაში ჩაავლონ და ქართულ მხარეს გადმოსცენ.
 საქმე ისე მიდის, რომ მიშა სააკაშვილს 
პოლიტიკური თავშესაფრის ძიება სამხრეთ 
ამერიკისა და აფრიკის იმ ქვეყნებში შეიძლება
 მოუწიოს რომელთანაც საქართველოს ან 
დიპლომატიური ურთიერთოა საერთოდ არა აქვს, 
ან ამ ქვეყნებს ინტერპოლთან ხელშეკრულება
 და ძებნილთა გადაცემის ვალდებულება არ გააჩნია", 
- დასძენს გამოცემა. 

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT