Express News

ალექსანდრე ელისაშვილი ზუგდიდის გამგებელს-თოლორაიამ უნდა გააცნობიეროს რომ თანამდებობა პასუხისმგებლობაა და არა ფუფუნების მოწყობის საშუალება. პრადოს ჯიპის ყიდვა სწორედ ფუფუნებაა



ალექსანდრე ელისაშვილმა დღეს facebook-ის საკუთარ გვერდზე ზუგდიდის გამგებელს პოსტი მიუძღვნა, სადაც მან დამცინავად მოიხსენია ედიშერ თოლორაია.
პლადოს ჯიპი და 22 წლის მრჩეველი გოგო არ შეარჩინოთ ეხლა…. :)))) არადა რა კარგად დაგეგმა ყველაფერი, მოიწყო სამუშაო სივრცე და ვინ აცლის….. :))))”-წერდა ელისაშვილი დილის საათებში.
რამდენიმე წუთის წინ კი მან ოფიციალურად და საჯაროდ, facebook-ის საკუთარი გვერდის საშუალებით დაშვებული შეცდომა გამოასწორა და ზუგდიდის გამგებელს ბოდიში ასეთი ფორმით მოუხადა.
დღისით დავწერე სტატუსი ზუგდიდის გამგებლის ედიშერ თოლორაიას ჯიპზე და 22 წლის მრჩეველზე. მისი სიტყვა მოვიყვანე და ვთქვი “პლადო”. არავითარ შემთხვევაში არ მსურდა მის ასე ვთქვათ ფიზიკურ ნაკლზე და რ-ს ვერ წარმოთქმაზე ყურადღების გამახვილება, მაგრამ ფაქტია ეს ასე გამოვიდა. ამიტომ ამის გამო საჯაროდ, ღიად ვუხდი მას ბოდიშს. არასოდეს არავის ფიზიკურ ნაკლზე არ გამიმახვილებია ყურადღება, პირიქით მეც აგერ ამხელა ცხვირის პატრონი ვარ :))) თუმცა მიმაჩნდა და მიმაჩნია რომ ჩინოვნიკებმა და მათ შორის ბატონმა თოლორაიამ უნდა გააცნობიეროს რომ თანამდებობა პასუხისმგებლობაა და არა ფუფუნების მოწყობის საშუალება. პრადოს ჯიპის ყიდვა სწორედ ფუფუნებაა და არავინ და მათ შორის არც მან თავის ამის უფლება არ უნდა მისცეს. აი ამის თქმა მსურდა”-წერს ჟურნალისტი ალექსანდრე ელისაშვილი.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT