Express News

რა დაუჯდა კუდ-ს სანდრო გირგვლიანის მკვლელობა?



რამდენიმე კვირის წინ სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიმდინარე პროცესის ფარგლებში კუდ-ის ყოფილი თანამშრომელი მიხეილ ბიბილურიძე დაიკითხა.
მან სასამართლოს გააცნო სქემა, რომლის ფარგლებშიც მოხდა მისი და კუდ-ის კიდევ სამი თანამშრომლის დაკავება სანდრო გირგვლიანის საქმეზე. ციხეში წასვლის სანაცვლოდ, მათ მიიღეს მთელი რიგი პრივილეგიები და საკმაოდ სოლიდური თანხებიც.
"პრაიმტაიმისთვის" ცნობილი გახდა, რომ 2006 წლის 6 მარტს დაკავებულ ალექსანდრე ღაჭავას, მიხეილ ბიბილურიძეს, გერონტი ალანიასა და ავთანდილ აფციაურს, მათი მხრიდან სანდრო გირგვლიანის მკვლელობის რეალური გარემოებებისა და დანაშაულში დათა ახალაიას შემხებლობის გაუმჟღავნებლობის სანაცვლოდ ეტაპობრივად გადასცეს სოლიდური „გასამრჯელო“.
"კერძოდ, გერონტი ალანიამ, ალექსანდრე ღაჭავამ და მიხეილ ბიბილურიძემ თანხების ეტაპობრივად გადაცემით, ჯამში, 100-100 ათასი აშშ დოლარი მიიღეს, ხოლო ავთანდილ აფციაურმა –12 ათასი აშშ დოლარი, რადგან დათა ახალაიასთან შეთანხმებული პირობით დანარჩენი თანხა მას სასჯელის მოხდისა და ციხიდან გათავისუფლების შემდეგ უნდა გადასცემოდა.
ცნობილია ისიც, რომ ახალაიას მიერ მათთვის დაკავებამდე გადაცემული თანხებით მოახდინეს ბანკებში მათ სახელზე არსებული კრედიტებისა და კერძო ვალების გასტუმრება. ხოლო შემდეგში გადაცემული თანხებით ძვირადღირებული ბინებისა და ავტომანქანების შეძენა. მაგალითად, საჯარო რეესტრში გადამოწმების შედეგად, გავარკვიეთ, რომ 2007 წლის 3 სექტემბერს მიხეილ ბიბილურიძის მეუღლემ ნუცუბიძეზე შეიძინა 124 კვ.მ ფართობის ბინა შეიძინა, ასევე ამავე პერიოდში დიმიტრი ქიტოშვილისგან შეიძინეს ძვირადღირებული ავტომობილი. ქიტოშვილი ბიბილურიძის ახლო მეგობარი და ბავშვის ნათლიაა", - წერს გაზეთი "პრაიმტაიმი".

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT