Express News

7 ნოემბრის მიტინგის დარბევას და "კომედი ჯგუფის" ბიჭები, უკლებლივ ყველა ყვიროდა - ჩახოცეთ! მოკლაით! დაუმტვრიეთ თავ-ყბა, მაგათი დედაც!"



"კომედი ჯგუფის" ყოფილი წევრი ბაკურ სვანაძე გაზეთ "ასავალ-დასავალთან" საუბრისას ამბობს, რომ რუსთავი-2-ის კომედიური პროგრამების დიდი ნაწილი ვანო მერაბიშვილის დირექტივებით კეთდებოდა.


"დაგიძახებდა ტელევიზიის [რუსთავი-2"] ხელმძღვანელი და გეტყოდა, ესა და ეს ადამიანი გაასაზიზღრეთ, გააპარტახეთ, რაც შეიძლება დამამცირებლად იხუმრეთ მასზეო...


ვანო მერაბიშვილისგან მოდიოდა დირექტივა, თუ ვინ უნდა დაემცირებინათ... რაც უფრო დამამცირებელ ხუმრობას მოიფიქრებდი, მით უფრო დიდ პრემიას გიწერდნენ!"


ბაკურ სვანაძე 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევასაც იხსენებს და ყვება, თუ როგორი იყო "კომედი ჯგუფის" წევრების რეაქცია ამ დარბევის კადრების ყურებისას. 


"დიდ მონიტორზე ვუყურებდით 7 ნოემბრის მიტინგის დარბევას და "კომედი ჯგუფის" ბიჭები, უკლებლივ ყველა ყვიროდა - ჩახოცეთ! მოკლაით! დაუმტვრიეთ თავ-ყბა, მაგათი დედაც!" - აი, ასე ესალმებოდნენ ხალხის დარბევას! 7 ნოემბრის მერე ვანო ჯავახიშვილმა ვანო მერაბიშვილი მიიწვია გადაცემაში, დასხდნენ და ხალხის დარბევის თემაზე დაიწყეს ხუმრობა და "კაიფი.


"მსოფლიოში არ არსებობს ანალოგი, რომ რომელიმე იუმორისტულ შოუში ვინმეს მიტინგის დარბევაზე და ხალხის ცემაზე ხუმრობები აეწყოს!"- ამბოს სვანაძე გაზეთთან საუბრისას.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT