Express News

თაღლითური სქემა გაშიფრა-რა კავშირი აქვს "ცენტრ-პოინტი ჯგუფის" გაკოტრებასთან გიული ალასანიას და აკონტროლებდა თუ არა კომპანიის 70%-ს?



დარეჯან ლიპარტელიანი

გენერალურმა პროკურატურამ რამდენიმე თვის წინ სამშენებლო კომპანია `ცენტრ-პოინტი ჯგუფის~ თაღლითური სქემა გაშიფრა და კომპანიის  წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ყველაფერი  მაშინ დაწყო, როცა დაზარალებულმა ამხანაგობამ `თაბუკაშვილი 88~ის წევრებმა საჩივარი  პროკურატურაში შეიტანეს. გენერალურმა პროკურატურამ საქმეზე გამოძიება დაიწყო და კომპანიის დამფუძნებლებს რუსუდან კერვალიშვილს, მაია რჩეულიშვილს და ივანე ცაგურიას ბრალი წაუყენა. სამივე მათგანი დააკავეს, თუმცა “ცენტრ-პოინტი ჯგუფის” დამფუძნებლები მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი პროკურატურამ დაკავებიდანვე მალევე გაათავისუფლა, მოგვიანებით კი  ცაგურიაც სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. სამივე ბრალდებულთან პროკურატურამ საპროცესო გარიგება გააფორმა და გამოძიებასთან თანამშრომლობის სანაცვლოდ, არასაპატიმრო ფორმა თავდებობა გამოიყენა. სამივე მათგანს გირავნობის სახით საკმაოდ სოლიდური თანხის გადახდა დაეკისრა. პროკურატურა ბრალდებულებს ბინათმშენებლობისთვის მოზიდული თანხების მითვისებაში ადანაშაულებს და მათ თაღლითობაში სდებს ბრალს. პროკურატურამ თაღლითური  სქემის ნაწილი  გაშიფრა, როცა `ცენტრ-პოინტი ჯგუფის~ დამფუძნებლებმა  წინასწარ შეთანხმებულად სხვადასხვა დანაშაულებრივი სქემით, სამართალსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინეს. პროკურატურა  ბრალდებულებს მშენებლობისთვის მოზიდული 27 380 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში თანხის თაღლითური გზით მითვისებას ედავება. თუმცა, ხსენებულ საქმეზე გამოძიება აქტიურ ფაზაშია და `ცენტრ-პოინტი ჯგუფის~ სისხლის სამართლის საქმეში შესაძლოა ახალი გარემოებები და ბრალდებულებიც კი გამოჩნდნენ.
ცნობილია, რომ `ცენტრ-პოინტი ჯგუფის~ მიმართ სარჩელი დაზარალებულმა მოქალაქეებმა პროკურატურასა და ფინანსურ პოლიციაში მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროსაც რამდენჯერმე შეიტანეს, მაგრამ უშედეგოდ. მხოლოდ ტელესიუჟეტები მზადდებოდა ამ პრობლემის შესახებ და არც ფინანსურად დაზარალებული მოქალაქეები დაუკმაყოფილებია ვინმეს და არც `ცენტრ-პოინტი ჯგუფის~ დამფუძნებლების და მოწილეებისთვის მოუთხოვია ვინმეს პასუხი, რადგანაც მათ უშუალოდ პრეზიდენტის ოჯახი მფარველობდა, აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული `ექსკლუზივნიუსთან~ საუბარში. `მე იურისტი ვარ და ძალიან კარგდ მესმის კანონი და გამოძიების ინტერესები, მაგრამ ის, რაც ახლა უნდა გითხრათ, უნდა იცოდეს საზოგადოებამ. `ცენტრ-პოინტი ჯგუფი~ რომ ამბობს, `დექსუსი~ სააკაშვილის ხელისუფლებამ არჩევნებისთვის სარეცხ მანქანად გამოიყენა და მანამდე ჩვენ ყველაფერი კარგად გვქონდა აწყობილიო, მათ ვანდეთ ჩვენ რამდენიმე წლით კომპანიის მართვაო. მაშინ ის მაინც თქვან `ცენტრ-პოინტი ჯგუფის~ დამფუძნებლებმა, რა ურთიერთობა ჰქონდა კომპანიასთან, პრეზიდენტის დედას გიული ალასანიას, აკონტროლებდა თუ არა ის კომპანიის 70%-ს, იყო თუ არა ნაციონალური მოძრაობისთვის `ცენტრ-პოინტი ჯგუფი~ იგივე წინასაარჩევნო ფულის სარეცხი მანქანა?როგორც `დექსუსის~ შესახებ ამბობს `ცენტრ-პოინტი ჯგუფის~ ერთერთი დამფუძნებლის მეუღლე ვახტანგ რჩეულიშვილი. რატომ  ანდო კომპანია ‘დექსუსს”  ამდენი ადამიანის ბედი, როცა კომპანია `დექსუსის~ საწესდებო კაპიტალს იმ დროისთვის 100 ლარს შეადგენდა? ამის შესახებ დასკვნა `საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოსთვის~ დადო. ეს დასკვნა გასული წლის დეკემბერში გენერალურ პროკურატურას გადაუგზავნა. სწორედ ამ ხსენებული დასკვნის საფუძველზე დაიწყო გამოძიება პროკურატურამ` `ცენტრ პოინტი ჯგუფის~ დამფუძნებლების წინაამდეგ. ამ კითხვებს გამოძიება დაუსვამს მათ და მოუწევთ სწორი პასუხის გაცემა. პირადად ჩემი ოჯახი და უამრავი ჩემი ახლობელია მათგან დაზარალებული. ყველა მათგანი გამოძიებასთან ითანამშრომლებს და ჩვენებას მისცემს. მე ამჟამადაც ფინანსურ პოლიციაში ვმუშაობ და თუ შესაძლებელია, ჩემი ვინაობა კონფიდენციალურად დარჩეს, რადგანაც გამოძიება არ მინდა დავაზარალო და არ მისაყვედურონ.... მიუხედავად ამისა, მინდა ამ თემის შესახებ ერთი საინტერესო ისტორია მოგიყვეთ, ეს უნდა იცოდეს ხალხმა, განაცხადა ჩემთან საუბარში კონფიდენციალურმა რესპონდენტმა.
`მე პროკურატურიდან ფინანსურ პოლიციაში სამუშაოდ მაშინ გადავედი, როცა დავით კეზერაშვილი იყო ფინანსური პოლიციის უფროსი. ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე ფინანსურ პოლიციაში ყოფილი პროკურორი დანიშნეს და მან შემომთავაზა მასთან სამუშაოდ გადავსულიყავი, მითხრა, მაღალი ხელფასი გექნება უცხოური ვალუტითო, ფინანსური პოლიციის ხელფასებს ბიძინა ივანიშვილი აფინანსებსო. ძალიან მომეწონა შემოთავაზება და 2005 წლის ბოლოს გადავედი სამუშაოდ ფინანსურ პოლიციაში.  დანიშვნიდან ცოტა ხნის შემდეგ, ჩემს პროტეჟე მაღალჩინოსანს ვეუბნები, რა სწორი გადაწყვეტილება მივიღე, აქ რომ გადმოვედი სამუშაოდ,  `ცენტრ-პოინტი ჯგუფმა~ ბინის ასაშენებელი ფული რომ წაიღეს ჩემგან, უკვე სამი წელზე მეტი გავიდა და იქნებ, როგორმე დავიბრუნო უკან ჩემი კუთვნილი თანხა ან ბინა ამიშენონ-თქო. გაეცინა ჩემს მეგობარს და ასე მითხრა, მაგათგან დაზარალებული ფინანსურ პოლიციაში, შს სამინისტროში, პროკურატურასა და სასამართლოშიც იმდენი ადამიანია, ვისაც თანხები გამოართვეს და ნაცვლად იმისა ბინები აეშენებინათ ხალხისთვის, ახალ-ახალ მიწის ნაკვეთებს ყიდულობს “ცენტრ-პოინტიო”. დაველოდოთ, იქნებ რამე გამოგვივიდეს და გაერთიანებული ძალებით ყველამ ერთად შევუტიოთო, თან გამიცხადა, რომ თურმე 60 ათასი აშშ დოლარი თავის კიდევ ერთ თანამშრომელს  (მისი ნათესავი იყო) ჰქონია ბინის მშენებლობისთვის შეტანილი. ამ საუბრიდან 3 თვის შემდეგ, 2006 წელს, მირეკავს ჩემი უფროსი ტელეფონზე და მეუბნება, სასწრაფოდ მოდი ჩემთან, ცუდი ამბავია, საქმე მაქვსო. როგორ ჩამოვედი ქუთაისიდან თბილისში მანქანით, არ მახსოვს. რომ შევედი უფროსის კაბინეტში, თანამშრომელი უზომავდა წნევას. მაღალი წნევა ჰქონდა და მაგიდა წამლებით იყო გადავსებული. ვკითხე, რა ხდება- მეთქი. დავიღუპეთო, მიპასუხა. ახლა ველაპარაკე კეზერას და პირდაპირ და დაუფარავად მითხრა, რას მიქარავთ ბიჭო, რის ფულის უკან დაბრუნებას ან ბინის აშენებას ითხოვთ “ცენტრ-პოინტი”სგან, მანდ მიშას დედა გიულა შევიდა 70%-იან წილში და ყველაფერს ის აკონტროლებს, მშენებლობის ბუმია და ააშენებენ ყველაფერს იმას, რასაც გიული ალასანია გადაწყვეტს. მოკლედ, “ცენტრ პოინტ”-თან დაპირისპირება, იგივე გიული ალასანიასთან დაპირისპირებას ნიშნავს, ჩათვალეთ, რომ თითქოს ვიღაც დაგესხათ თავს და დაგაყაჩაღათ, მაგ ფულს სანამ მიშაა ხელისუფლებაში, ვერ დაიბრუნებთ, მიშა კიდევ 20 წელი იქნება ხელისუფლებაში და გირჩევთ, ეს თანხა დაკარგულად ჩათვალეთო. “ცენტრ-პოინტში” რომ გიული ალასანიაა, ეს იცის ნებისმიერმა მშენებელმა და არქიტექტორმაო. ეს სიტყვები უთხრა ჩემს უფროსს დავით კეზერაშვილმა და მეც შემომითვალა, ფული და ბინა დაივიწყოსო. მოკლედ, ახლა რომ გამოდიან რჩეულიშვილები ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით და ამბობენ, “დექსუსი” ხელისუფლების ფულის სარეცხი მანქანა იყოო, თავად ვინ იყვნენ, თუ არა მიხეილ სააკაშვილის ფულის სარეცხი მანქანა? გასულ წელს, არჩევნების დამთავრების შემდეგ რომ გამოთქვეს პრეტენზია, “ცენტრ-პოინტი” ჯგუფის დამფუძნებლებმა კომპანიის დაბრუნების შესახებ, მანამდე რატომ არ ამოიღეს ხმა არჩევნებამდე? იმიტომ არ ამოიღეს ხმა, რომ დარწმუნებული იყვნენ მიშას გამარჯვებაში და რუსუდან კერვალიშვილი ნაციონალების გასაპიარებლად და მხარდასაჭერად ბოლო დღემდე კარდაკარ დაწოწიალობდა. ბოლოს და ბოლოს ნამუსიც კარგი საქონელია, რაა... ახლა კი დაზარალებულ ხალხს კიდევ ატყუებენ `ცენტრ-პოინტი ჯგუფის~ დამფუძნებლები. ერთადერთი რაც მათ უნდა გააკეთონ ისა, რომ აღიარონ სიმართლე რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი, დედის გიული ალასანია სრულად აკონტროლებდა “ცენტრ-პოინტი ჯგუფის” ფინანსურ მენეჯმენტს. ეს აღიარონ თორემ, ვერც ქაღალდზე გიული ალასანიას ჩაშვება უშველით. მათ ხალხის დაკმაყოფილების გზები გამოძებნონ, ეს უჯობთ და ის თანხები, რაც გიული ალასანიამ წაიღო “ცენტრ-პოინტი”-დან, უკან დააბრუნებინონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხალხის რისხვა მართლა არ ასცდებთ `ცენტრ-პოინტი ჯგუფის~ დამფუძნებლებს~, ამ სიტყვებით დაასრულა ჩვენთან საუბარი ჩვენმა ინფორმატორმა.
"ექსკლუზივნიუსი" გენერალურ პროკურატურასთან დაკავშირებას და ერთი კითხვის დასმას შეეცადა, რა კავშირი ჰქონდა პრეზიდენტის დედას, გიული ალასანიას `ცენტრ-პოინტი ჯგუფთან” და თუ ერეოდა ის კომპანიის ფინანსურ  საქმიანობაში?! ჩვენი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, რადგანაც პროკურატურაში ჩვენს ტელეფონს არ უპასუხეს! 


http://exclusivenews.ge/

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT