კესარიამ საქართველო დატოვა
"ნუ ეძებთ იდეალურ ქალს. ხვალიდან საქართველოში აღარ ვარ' - ასეთი სტატუსი დაწერა კესარია აბრამიძემ 30 აპრილს 'ფეისბუქზე' და აღნიშნა, რომ მიდიოდა იქ, სადაც სიყვარულია. კესარიას რამდენიმე კითხვა დავუსვით.
- რატომ მიდიხარ საქართველოდან?
- ქვეყანას დედოფალი სჭირდება, მაგრამ მაინც მივდივარ.
- წერ, მივდივარ, იქ სადაც სიყვარულიაო და როგორც ვხვდები, საყვარელ ადამიანთან ერთად მიდიხართ, თუ ვცდები?
- არ ცდები.
- შეგიძლია, გვითხრა მისი ვინაობა?
- არ შემიძლია.
- ის მაინც გვითხარი, ვიცნობთ მას ჟურნალისტები, ცნობილი ადამიანია?
- ვერც მაგას გეტყვი.
- რომელ ქვეყანაში აპირებთ წასვლას?
- ევროპაში მივდივართ.
- დაქორწინებას გეგმავთ?
- მაგას არ ვფიქრობთ. კომფორტულად ვარ მასთან. მთავარი ესაა...
http://for.ge