ყოფილმა მერმა გიგი უგულავამსაკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, სასამართლოს მიმდინარეობის დროს პოლიციის გამოძახების თხოვნით მიმართა.
როგორც გიგი უგულავამ განმარტა, სასამართლოს ეზოში აქტივისტები არიან შეკრებილნი, რომლებიც კვერცხების სროლას აპირებენ და პოლიციამ მისი შენობიდან უსაფრთხოდ გასვლა უნდა უზრუნველყოს.
სასამართლოს ეზოში მოქალაქეები არიან შეკრებილი, რომლებიც გიგი უგილავას დამნაშავედ მიიჩნევენ. აქტივისტებს პლაკატები აქვთ გამოფინილი "უგულავა მკვლელია". მათ ასევე სასამართლისთან ცოცხი მიიტანეს.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრებსა და აქტივისტებს შორის სასამართლის ეზოში სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.