Express News

„ფეისბუქში“ საქართველოში რუსული პროდუქციის ბოიკოტირების კამპანია დაანონსდა



საინიციატივო ჯგუფმა საქართველოში რუსული პროდუქციის ბოიკოტის კამპანია დაიწყო,- ამის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში გავრცერლდა და გვერდიც შეიქმნა.

ბოიკოტი რუსული წარმოების ყველანაირი სახის პროდუქციას - ეს არის ჯგუფის მიზანი. საინიციატივო ჯგუფი გეგმავს, ეტაპობრივად ყველა ის პროდუქტი გამოაქვეყნოს, რომელიც რუსული წარმოებისაა და საქართველოში იყიდება.

აქციაში უკვე 200 ზე მეტი ადამიანი ჩაერთო. ვიდრე პროდუქციის სია გამოქვეყნდება, მათ მარტივი გამოსავალი იპოვეს, მათი თქმით, რუსული პროდუქცია შეიძლება იცნო შტრიხკოდის ქვემოთ ამოტვიფრული ციფრებით, ქართულ ბაზარზე რუსული პროდუქტის ციფრი- 46 ან 460.

დღეს მსგავსი აქცია უკრაინაში დაიწყეს, აქცია ბენზინგასამართ ქსელ „ლუკოილს“ ეხებოდა.

„არ ჩაასხა ოკუპანტის საწვავი“,-უკრაინაში ამ მოწოდებით პლაკატები ,,ლუკოილის“ ბენზინგასამართ სადგურებზე დილით გამოჩნდა.

კამპანიის ორგანიზატორები გვერდის აქტივობის გაზრდას საერთაშორისო მასშტაბითაც გეგმავენ.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT