Express News

“საქინფორმის” მთავარი რედაქტორის ღია წერილი პუტინს



მოსკოვი, კრემლირუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსღრმად პატივცემულო ვლადიმერ ვლადიმერის ძევ!
პოლიტიკა, როგორც ცნობილია, კავშირებით კილოს არ ცნობს, მაგრამ 08.08.08. ომის დამთავრებისთანავე თქვენი დაპირება რომ შეგესრულებინათ და საერთაშორისო სამხედრო დამნაშავე სააკაშვილი, რომელმაც საქართველოს და რუსეთის ათასობით მოქალაქე გაანადგურა, ორი ადგილით დაგეკიდებინათ, დღეს საქართველო და უკრაინა მთლიანი, სუვერენული და აყვავებული სახელმწიფოები იქნებოდნენ.
ამისათვის დ.ა. მედვედევს, რომელიც მაშინ რფ-ის პრეზიდენტად - უმაღლეს მთავარსარდლად მუშაობდა, თბილისის მისადგომებთან რუსეთის ჯარი არ უნდა შემოებრუნებინა, არამედ ჩაეტარებინა ოპერაცია სახელისუფლო პარტია “ნაციონალისტური მოძრაობის” ორი ათეული წარმომადგენლის და მისი მეთაურის - მიხეილ სააკაშვილის დაკავების მიზნით, რომლებმაც საზღვარგარეთ გაქცევა ვერ მოასწრეს და რომლებიც დღეს უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალებას ჩაუდგნენ სათავეში.
ვლადიმერ ვლადიმერის ძევ, თუ თქვენ ახლა არ გაითვალისწინებთ თქვენი წინამორბედის შეცდომას - არ დაეხმარებით უკრაინელ ხალხს და მხოლოდ ყირიმისა და სევასტოპოლის მოქალაქეთა დაცვით შემოიფარგლებით, ჩანასახშივე არ გაანადგურებთ 21-ე საუკუნეში ზედ აღმოსავლეთ ევროპის ცენტრში გაჩენილ ფაშიზმს, ხვალ ყავისფერი ჭირი უკვე მოსკოვში ითარეშებს!
იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის კულტურის მოღვაწეთა სია, რომლებმაც უკრაინასა და ყირიმში რფ-ის პრეზიდენტ ვ. პუტინის პოლიტიკის მხარდამჭერ წერილს მოაწერეს ხელი, სულ უფრო იზრდება (500-ზე მეტი ხელმომწერი) და ფართოვდება (ხელმომწერთა შორის ფიგურირებენ მწერლები, ჟურნალისტები, ეკონომისტები), მე, ქართველი პუბლიცისტი არნო ხიდირბეგიშვილი, მთლიანად ვუერთდები მათ და ხელს ვაწერ ამ წერილს, რის შესახებაც რფ-ის კულტურის სამინისტროს 2014 წლის 14 მარტს ვაცნობე შეტყობინებით Е-mail-ზე  pisma@mkrf.ru.
ღრმა პატივისცემით,საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო “საქინფორმის” მთავარი რედაქტორიარნო ხიდირბეგიშვილი2014 წლის 17 მარტისაქართველო, თბილისი

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT