Express News

ივანიშვილი მარგველაშვილით იმედგაცრუებულია


საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიმართ იმედგაცრუებას გამოთქვამს. ამის შესახებ ივანიშვილი ტელეკომპანია "იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში საუბრობს:
"გარკვეული იმედგაცრუება მე მივიღე, პრინციპულად განსხვავებული თვისებები აღმოაჩნდა, ხასიათი გამოავლინა მარგველაშვილმა არჩევნების შემდგომ", – აცხადებს ივანიშვილი. ინტერვიუში ის საუბრობს, რომ მან არ იცის რატომ გახდა ახალი პრეზიდენტის ფავორიტი ვანო მაჭავარიანი, რომელიც ამჟამად საგარეო ურთიერთობათა საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველია. 

ივანიშვილი საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან დაკავშირებითაც, ის აცხადებს, რომ მარგველაშვილი ჯგუფიდან ყველაზე პრინციპული მოწინააღმდეგე იყო პრეზიდენტის სასახლის ათვისების მანამდე, სანამ პრეზიდენტი გახდებოდა.

ინტერვიუში ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის შესახებაც საუბრობს:

"მახსენებს ჩემს ახალგაზრდობას, ჩემზე უკეთესი პრემიერია", – აცხადებს ივანიშვილი. მან ასევე ახსენა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშიარიაც:

"მე შემიძლია გითხრათ თამამად, რომ კულტურის მინისტრი არ გადის ძალიან კარგ მინისტრებში", – განაცხადა ივანიშვილმა.

წყარო http://netgazeti.ge

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT