01.09.2014
”ასტონ მარტინი” თავის ახალ სედან Lagonda-ს, რომელიც 2015 წელს უნდა გამოვიდეს, აქამდე მკაცრად ასაიდუმლოებდა. ახლა კი Lagonda ავიაკომპანია Oman Air-მა გვიჩვენა! ეს არის მოდელი, რომელიც Oman Air-ს ტესტ-დრაივისთვის გადაეცა.
შეგახსენებთ, რომ Lagonda Aston Martin Rapide-ს პლატფორმაზეა აწყობილი და როგორც ყველა ”ასტონი”, ისიც ხელნაკეთია. ახალი მოდელი სავარაუდოდ Rapide-ის 6-ლიტრიან V12-ძრავას მიიღებს, რომლის სიმძლავრე Lagonda-ში, შესაძლოა, 600 ცხენის ძალა იყოს. აქვე ვთქვათ, რომ ”ასტონ მარტინი” Lagonda-ს 1976-დან 1989 წლამდეც აწარმოებდა.

autobild.ge