Express News

"საქართველო რომელიც რეგიონში დასავლური ღირებულებების ლიდერი იყო, დღეს არის მაჩანჩალაა"



"ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ვაშაძე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმეს ეხმაურება და აცხადებს, რომ ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილს სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების ეშინია. „ვისთან უნდა ჩამოვიდეს სააკაშვილი, ოლიგარქის მიერ მართულ სასამართლოსთან ჩამოვიდეს? ამ ხელისუფლებასთან? რატომ უნდა ჩამოვიდეს? იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილს უნდა ეს ყველაფერი? ბიძინა ივანიშვილს სწორედ, რომ მიხეილ სააკაშვილისჩამოსვლის ეშინია. იმიტომაა, უნდა, რომ საზღვარზე დაკავების უფლება ჰქონდეს. ძალიან კარგად იციან, რომ ვერანაირ პრობლემას ვერ შეუქმნის ეს მიხეილ სააკაშვილსგადაადგილებაში. საქართველო, რომელიც რეგიონში იყო დასავლური ღირებულებების ლიდერი და საქართველოზე ხდებოდა სწორება ყოველთვის, დღეს არის მაჩანჩალა“,-განაცხადა ვაშაძემ.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT