აზერბაიჯანმა საზენიტო-სარაკეტოდანადგარებიდან სომხეთის დაბომბვადაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული სააგენტო haqqin.aznews სომხეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამხედრო დაპირისპირეების შედეგად სომხურ მხარეს დიდი დანაკარგი აქვს.
,აზერბაიჯანული არმია სომხეთისსაბრძოლო პოზიციების მიმართულებით სროლებს აწარმოებს, როგორცჩვეულებრივი შეიარაღებიდან, ასევესაარტილერიო დანადგარებიდან. აზერბაიჯანლები იყენებენ ნაღმმტყორცნებს, სარაკეტო-საზენიტო დანადგარებს“, - ნათქვამია სომხეთის თავდაცვის მინისტრის საგანგებო განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში ყარაბაღის ფრონტის ხაზზე ვითარება მკვეთრად გაუარესდა, გახშირდა სროლები დასახლებული პუნქტების მიმართულებით, იზრდება დანაკარგი ორივე მხრიდან.