საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ეკა ბესელია აცხადებს, რომ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ს ამჟამადაც ყოფილი ხელისუფლება აკონტროლებს.
გაზეთ „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ბესელია აღნიშნავს, რომ გამოძიების დაწყების შემთხვევაში გამოჩნდება თუ როგორ ჩაიგდო ხელში ექსპრეზიდენტმა აღნიშნული ტელეკომპანია.
"რუსთავი 2-ს ხელისუფლებამ მისცა თავისუფლება ისევე, როგორც სხვა ტელევიზიებს. დღეს მედიას არ აკონტროლებენ და ეს იგრძნო ყველამ. პირიქით, „რუსთავი 2“-ს ძველი ხელისუფლება დღესაც აკონტროლებს და გამოძიება თუ ჩატარდება, გამოჩნდება, როგორ ჩაიგდო ხელში ეს ტელევიზია მიხეილ სააკაშვილმა. მე მახსოვს ქიბარ ხალვაშის ჩვენებები, სადაც ის ყველაფერს ყვება", - აცხადებს ბესელია.