როგორც ადგილობრივ კორესპონდენტს იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილემ აკაკი ტყავაძემ განუცხადა, ჭანტურიძის ცხედარს საჰაერო ძებნის შედეგად მიაკვლიეს.
"მეოთხე დღეს ბავშვის ცხედარი იქნა ნაპოვნი. ის ავიაციის ძებნის შედეგად ვნახეთ", - აცხადებს ტყავაძე.
შეგახსენებთ, რომ 20 წლის ცოტნე ჭანტურიძე ოთხი დღის წინ მეგობრებთან ერთად საირმის ტყეში ჯვრის მოსალოცად ადიოდა, რა დროსაც მეგობრების და მისი კვალი აირია.