Express News

''მიხეილ სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება''



ცოტა ხნის წინ მთავარმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. 
ექსპერტები ფიქრობენ, რომ მიხეილ სააკაშვილს გამოძიებისთვის ჩვენება უნდა მიეცა. 
''ჯერ მიხეილ სააკაშვილმა  უნდა გაიაზროს ყველაფერი. ძნელია ცალსახა დამოკიდებულება გქონდეს ასეთი მნიშვნელოვანი ფაქტის მიმართ. ყველა მსგავს ქმედებაზე არსებობს ურთიერთგამომრიცხავი შეხედულებები.
რა საკვირეველია უკეთესი იქნებოდა, რომ საქართველოს პროკურატურას შესაძლებლობა ჰქონოდა მიხეილ სააკაშვილთან პირდაპირ საუბარი თუნდაც უკრაინის ტერიტორიაზე.
გასაკვირია, როდესაც ისეთი კომუნიკაბელური ადამიანი, როგორიც მიხეილ სააკაშვილია, უარს აცხადებს გამოცხადდეს დაკითხვაზე. ის  დაკითხვაზე უნდა გამოცხადებულიყო და ამით ასეთ უსიამოვნო პრობლემას თავს აარიდებდა.
თუ საქართველოს ექსპრეზიდენტი გამოძიებასთან თანამშრომლობაზე კვლავ უარს იტყვის, მაშინ საგამოძიებო უწყება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებას დაიწყებს. კერძოდ, კი მიხეილ სააკაშვილზე გამოაცხადებს საერთაშორისო ძებნას.
ცოტა ხნის წინ, საქართელოში მსოფლიოში აღიარებული სისხლის სამართლის პრაქტიკოსი სპეციალისტების ჯგუფი იყო ჩამოსული, რომლებიც სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიებაში ჩაერთვებიან.’’, - განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა ''სამოქალაქო პრესასთან''.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT