ყოფილი თავდაცვის მინისტრის ბაჩანა ახალიას ცოლის, ანა ნადარეიშვილის არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის“ ზუგდიდის ოფისის კედელზე წარწერა „ზონდერ ზონა“ მიაწერეს. წარწერები გაკეთებულია კარებზე, კიბეზე და ორგანიზაციის სარეკლამო ბანერზე.
წარწერა „როლანდი ციხეში“ მიწერილია ასევე ზუგდიდში, სამედეიცინო ცენტრ „სანუსთან“. წარწერა დილით წაშალეს „თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის“ თანამშრომლებმა.
„თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის“ თანამშრომლები მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ და აცხადებენ, რომ ფაქტზე პრესკონფერენციაზე ისაუბრებენ.