„ქართული ოცნების“ მხარდამჭერები სამარშრუტო მიკროავტობუსებით ხონიდან ქუთაისის მიმართულებით გადაადგილდებიან და მათ, სავარაუდოდ, სუს-ის ავტომანქანა აცილებს.
კოლონის გადაადგილების ამსახველი ფოტოები „აფხაზეთის ხმას“ მიაწოდეს. წყაროს ცნობით, ხონიდან მომავალი კოლონა ქუთაისის გასასვლელთან შეჩერდა, სადაც მათ „ქართული ოცნების“ აქტივისტები ქუთაისიდანაც შეუერთდნენ.