„ტიფლის დეველოპმენტის“ დამფუძნებლის მეუღლე ნინო სუთიძე ნოშრევან ნამორაძის მიერ ბიზნესმენ დავით კოდუას ცემის მიზეზებე საუბრობს.
როგორც სუთიძემ „Frontnews”-ს განუცხადა, მის მეუღლეს შურისძიება ამოძრავებდა.
„ჩემმა მეუღლემ კარგად სცემა კოდუა, ამის შემდეგ მივიდა და პოლიციას თავად ჩაბარდა. სცემა იმიტომ, რომ კოდუამ ჩვენ ნარკოტიკი ჩაგვიდო და ყველაფერი დაგვაკარგინა. არ ვიცი კიდევ ვინები იყვნენ, მხოლოდ ის ვიცი, რომ ჩემი ქმარი ნამდილად იყო. ამჟამად ის პოლიციის სამმართველოში იმყოფება“, – განაცხადა სუთიძემ.
შეგახსენებთ, რომ დავით კოდუა აბაშიძის ქუჩაზე რამდენიმე საათის წინ სცემეს.
"შსს-ს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველ განყოფილებაში გამოცხადდა 1976 წელს დაბადებული ნოშრევან ნ, რომელმაც განაცხადა, რომ მან შურისძიების ნიადაგზე სცემა დავით კოდუა.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ცემის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 125-ე მუხლით",–აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.