Express News

ირაკლი ღარიბაშვილი: „ქვეყანაში ძალიან მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობაა, მოსახლეობას სამსახური არ აქვს“



საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „ქვეყანაში ძალიან მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობაა, მოსახლეობას სამსახური არ აქვს“.
ამის შესახებ ღარიბაშვილმა ზესტაფონში, დევნილებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„დასაქმების პრობლემა გვაქვს, როგორც ყველა რეგიონში. მე ახლა რეგიონებში დავიწყე სიარული და ყველგან პრობლემაა, ძალიან მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობაა. მოსახლეობას სამსახური არ აქვს, სოფლის მეურნეობა განადგურებულია, საწარმოები არ მუშაობს. ამ მიმართულებით ვმუშაობთ 24 საათის განამვლობაში. ეს უნდა გავაკეთოთ, სხვა შემთხვევაში ჩვენ ვნახეთ, რომ ბოლო წლების განამვლობაში მხოლოდ საკუთარი კომფორტის მოწყობაზე იყო ორიენტირებული მთავრობა“, – განაცხადა პრემიერმა.
ამასთან, როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, „ის გრძნობს იმ პასუხისმგებლობას და ტვირთს, რომელიც მემკვიდრეობით ერგო“.
„ვიცით, რომ მოლე ვადებში 23 000 დევნილია იმერეთში, აქედან ძალიან ბევრს ჯერ კიდევ არ აქვს ბინები. ჩვენ მომავალ წელს 8 კორპუსის მშენებლობას ვიწყებთ ქუთაისში“, – განაცხადა პრემიერმა.
გარდა ამისა, ღარიბაშვილმა ყოფილი ხელსუფლების მიერ პრეზიდენტის სასახლისა და ქუთაისის პარლამენტის შენობაში დახარჯულ თანხებზე ისაუბრა.
„პრეზიდენტი ცხოვრობდა 600 მილიონიან სასახლეში, ქუთაისში პარლამენტის შენობა ააშენეს და 300 მლნ გადაიხადეს, მთავრობის სასახლეში კი - 60 მლნ, მაშინ როცა ქუთაისს წყალი არ აქვს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ „ქუთაისის წყლის მომარაგების სისტემის გაუმჯობესება 24 მლნ ლარი დაჯდება“.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT