Express News

ეროვნული უშიშროების საბჭო თენგიზ კიტოვანის „სამოქალაქო ანტიტერორისტულ ორგანიზაციასთან“ თანამშრომლობას არ აპირებს



საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის თავდაცვის ყოფილ მინისტრ თენგიზ კიტოვანის „სამოქალაქო ანტიტერორისტულ ორგანიზაციასთან“ თანამშრომლობას არ აპირებს.

ამის შესახებ „Front news” –ს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, „ქვეყნის საგარეო და საშინაო საფრთხეების მოგვარებისა და თავიდან აცილების პრეროგატივა კიტოვანისთვის არავის მიუნიჭებია“.

„თუკი საუბარია არასამთავრობო ორგანიზაციაზე, მის შექმნას დღევანდელ საქართველოში ვერავინ და მათ შორის ვერც მე შევეწინააღმდგები. პირადად მე კიტოვანთან თანამშრომლობას არ ვგეგმავ და შესაბამისად, არც მისი საქმიანობის შესახებ ვფლობ რაიმე ინფორმაციას“,–განაცხადა ირინა იმერლიშვილმა და დასძინა, რომ „თენგიზ კიტოვანის საქმიანობითა და მისი პოლიტიკური წარსულით დაინტერესება სამართალდამცველი სტრუქტურების საქმე და პრეროგატივაა“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თენგიზ კიტოვანმა დღეს საზოგადოებასა და მედიას მის მიერ დაფუძნებული „სამოქალაქო ანტიტერორისტული ორგანიზაციის“ მიზნები და ამოცანები გააცნო.

კიტოვანი აცხადებს, რომ საკუთარ გარემოცვასთან ერთად ქვეყანაში „კრიზისული მდგომარეობისა და საფრთხეების ასაცილებლად იზრუნებს“.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT