ნაციონალების ხელისუფლებაში მობრუნება დაიწყება სამეგრელოდან, ამას ხელს უწყობს ადგილობრივი ხელისუფლება და სამხარეო ადმინისტრაცია
დღევანდელი შეხვედრა ამ ორი წლის წინანდელ შეხვედრას მაგონებს მიშა სააკაშვილთან, იგივე ხალხი, იგივე სცენარი. ისე გათავხედნენ ადგილობრივი ნაციონალ-ოცნებისტები, რომ პრემიერის მოტყუებასაც ცდილობენ. ხალხი რომელიც რისკის და სიცოცხლის ფასად იბრძოდა ნაციონალების წინააღმდეგ მოწვევითაც არ მოიწვიეს, არ აძლევდნენ პრემიერთან მიახლოების საშუალებას, რომ მას არ გაეგო სიმართლე სამეგრელოში მიმდინარე მოვლენებზე, ხალხნო გაიგეთ არსებობს რეალური საფრთხე ნაციონალური ხელისუფლების მობრუნების და ეს დაიწყება სამეგრელოდან, ამას ხელს უწყობს ადგილობრივი ხელისუფლება და სამხარეო ადმინისტრაცია, ბატონო ირაკლი გატყუებენ თქვენივე "თანამებრძოლები", შეხვდით ხალხს და გაიგებთ სიმართლეს. მოუწოდებ ზუგდიდელებს ყოველგვარი შიშის გარეშე გამოთქვით თქვენი აზრი თამამად და ნურაფრის ნუ შეგეშინდებათ, ზუგდიდი არ უნდა დამარცხდეს, ჩვენ გავიმარჯვებთ ერთად დგომით და სიმართლით. გვფარავდეს უფალი! .წერს ბესიკ ჯგუშია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე
https://www.facebook.com/besiki.jgushia