„ეს ის ანაკლიაა არაა, ქალაქი ჭაობზე რომ შენდებოდა? და მიშას "ახირებაში" რომ იყრებოდა მილიონები? ეს თუ ის ანაკლიაა, შემდეგი გაჩერება იქნება ლაზიკა. და შემდეგი გაჩერება თუ ლაზიკა იქნება, ოპელი ვერ გევიგეე” - ასე ეხმაურება ნანუკა ჟორჟოლიანი ხელისუფლების მიერ ანაკლიაში მისასვლელი გზის გახსნასა და ანაკლიის ზღვის ნაპირსამაგრი ნაგებობის მშენებლობის დაწყებას.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინიტრთან, დავით ნარმანიასთან და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, ელგუჯა ხოკრიშვილთან ერთად, კოკი-ხურჩას ახლადრეაბილიტირებული გზა გახსნა. დღესვე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, დავით ნარმანიასთან და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, ელგუჯა ხოკრიშვილთან ერთად, ანაკლიაში მიმდინარე მასშტაბური ნაპირდამცავი სამუშაოები დაათვალიერა.