მიშა მაჭავარიანის ძმა და პრეზიდენტ მარგველაშვილის მრჩეველი ყოფილი პრემიერის ბრალდებებს პასუხობს.
„ნიუპოსთან“ საუბარში, ის აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი არასწორად არის ინფორმირებული, თუმცა, არა აქვს ინფორმაცია, ვინ ავრცელებს ჭორებს და რისთვის.
„ძალიან ვწუხვარ, რომ ბიძინა ივანიშვილს ის დამახინჯებული ინფორმაცია მიაწოდეს, რომელიც ზუსტად მიზანად ისახვადა ამ ურთიერთობებში ხინჯის შეტანას, იმიტომ რომ ბიძინას ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა , მე ვყოფილიყავი ამ გუნდში. მე მას ავუხსენი, რის გამოც ვერ მოვახერხებდი მის გუნდში ყოფნას, მე არსად წავსულვარ და არსად არ მივსულვარ... იმ პერიოდშიც ვმუშაობდი საპარტნიორო ფონდში, ბიძინამ ეს იცოდა და მეუბნებოდა, რომ გამეგრძელებინა მე ეს საქმიანობა იქ და შევთანხმდით, რომ შემდგოში შევუერთდებოდი ამ გუნდს საგარეო პოლიტიკური კუთხით.მე მას ავუხსენი, რომ ელემენტარულად ვერ მოვახერხებდი შიდა პოლიტიკურ თემებში ჩარევას... მან ეს სწორად გაიგო თავის დროზე, მაგრამ როგორც ჩანს, მოხდა ის, რომ ვიღაცამ ამით ისარგებლა და, გარკვეულწილად, დამახინჯებულად მიიტანა ინფომრაცია და ამის შემდეგ, სამწუხაროდ, მე მასთან აღარ მქონია ურთიერთობა. როგორც ჩანს, ვიღაცას უნდა რომ ჭორები მიუტანოს და იმით ისარგებლოს, რომ მას თავი მოაწონოს, ამ არასწორი ინფორმაციით...
მე არ ვფლობ ინფორმაციას, ეს ვის შეიძლება „აწყობდეს“. მაგრამ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს - არანაირი მიღება-აღება არ ყოფილა.
როგორც მოქალაქე ივანიშვილს მინდა ვუთხრა, რომ არასწორად მიაწოდეს ინფორმაცი, და მას თუ დააინტერესებს ნებისმიერ დროს შემიძლია შევხვდე, როგორც ვხვდებოდით მანამდე... “ - განაცხადა მაჭავარინმა „ნიუპოსტთან“ საუბარში.

წყარო http://newposts.ge