საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან მისი უთანხმოების ერთ-ერთი მიზეზი ადგილობრივ თვითმმართველობის კოდექსში შესატანი ცვლილებები იყო.
როგორც ივანიშვილმა გადაცემა “პოლიტიკის დროში” განაცხადა, მარგევლაშვილი კანონპროექტზე ვეტოს დადებას განიხილავდა, რაც მისივე განმარტებით, გუნდის შეურაცხყოფა იქნებოდა.
ივანიშვილის თქმით, ის ამ საკითხთან დაკავშირებით გიორგი მარგველაშვილს რამდენჯერმე ესაუბრა, თუმცა პრეზიდენტმა განუცხადა, რომ მას გუნდი არ აინტერესებს.
“ბევრი რამ იყო უთანხმოების მიზეზი.ვეტოს საკითზეც იყო საუაბრი.ამ ერთ საკითხზე ვისაუბრებ. სხვას ვერ ვიტყვი. შიდა სამზარეულოს გარეთ გამოტანის აუცილებლობა არ არის.
რათქმა უნდა იყო პოლემიკა. მე მარგველაშვილს შევხდი. ავუხსენი, რომ ეს გაუგებრობას გამოიწვევდა გუნდში. პარლამენტმა დაამტკიცა და “ნაციონალური მოძრაობა” იყო წინააღმდეგი ამ კანონპროექტის. მისგან დადებული ვეტო იქნებოდა შეურაცხოფა გუნდის, რომელიც მას ეხმარეობოდა მთელ ამ პროცესში და პირველსავე შემთხვევაში ამას იყენებდა. მე არ ვიტყვი იმ სიტყვებით, როგორც მან თქვა გუნდზე, რომ ეს მას არ აინტერესებს. შემდეგ მე ვუთხარი, რომ ხალხიც ვერ გაიგებს ამას.ესეც ლამაზი სიტყვებით რომ ვთქვათ არ აინტერესებს.როდესაც ვკითხე, რომ წაგიკითხავს ეს კანონპროექტი, რა თქმა უნდა, ვერ მიპასუხა, იმიტომ, რომ ძალიან კარგად ვიცი, მე ბევრი ვიმუშავე მასზე.ჩვენ გვქონდა გუნდში განწყობა, რომ ეს შეგვეცვალა მანამ სანამ დადგებოდა ამის დრო”,-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.