სახელმწიფო დუმის დეპუტატები აცხადებენ, რომ დღეს ნებისმიერი სანქცია რუსეთის პოილიტიკურ ელიტას გაერთიანებაში დაეხმარება.
სახელმწიფო დუმის დეპუტატებმა ერთხმად მიიღეს განცხადება, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტს, ბარაკ ობამასა და ევროკავშირის პოლიტიკოსებს სთხოვენ მათზეც გაავრცელონ 17 მარტს უკრაინის სიტუაციასთან დაკავშირებით შემოღებული სანქციები. დოკუმენტს მხარი 353-მა პარლამენტარმა დაუჭირა.
„17 მარტს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ, ობამამ და ევროკავშირმა იქონიეს შეშინების უსუსური მცდელობა...“, - თქვა, კოლეგებისთვის დოკუმენტის წარდგენისას, სახელმწიფო დუმის დეპუტატმა მიხაილ მარკელოვმა („ედინაია რასია“). მისი თქმით რუსეთში იციან „რით მთავრდება ეს ყველაფერი“. „ბევრ ქვეყანაში ეს უკვე გამოიყენეს - სერბეთთან, ბელორუსთან, სირიასთან მიმართებაში. მაგრამ ამ ქვეყნებს არ დაუკარგავთ საკუთარი ღირსების შეგრძნება, არ დაკარგეს იდენტობა, ისინი რჩებიან ერთიან, დამოუკიდებელ ქვეყნებად“, - ხაზი გაუსვა დეპუტატმა.
„რაც შეეხება თავად სანქციებს, ნებისმიერი სანქცია დღეს ჩვენ პოლიტიკურ ელიტას გააერთიანებს - რადგან გაჭირვებაში, გარეშე საფრთხისას ჩვენ ყოველთვის ერთიანნი ვიყავით, ჩვენი ბიზნესი, უბრალო ადამიანებიც, მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა“, - დაასკვნა დეპუტატმა.