სამეგრელოში აღმოჩენილ საიდუმლო სამალავების საქმეზე 13 პირს განაჩენი გამოუტანეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, 13 ბრალდებულიდან უდანაშაულოდ მხოლოდ ერთი, რუსლან შამახია იქნა ცნობილი.
საქმეში ბრალდებულ კოხტა თოდუას და მეგის ქარდავას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.
რაც შეეხება სხვა ბრალდებულებს, სასამართლომ ირაკლი ახალაიას, 2 წლითა და 3 თვით, ბრალდებულ პაატა ქირიას - 6 წლით, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანს კობა თოდუას - 9 წლით, გიორგი ბულიას - 6 წლით და თემურ უბირიას7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.
3 ბრალდებულს ლევან ქირიას, მარლენ ხვიტიას და გოჩა შონიას როგორც ცნობილია საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.
სამეგრელოში აღმოჩენილი სამალავების, ანუ ე.წ. კასრების საქმეზე პასუხისგებაში 13 პირი იყო მიცემული, მათ შორის მეგის ქარდავაც. ბრალდებული პირების იდენტიფიცირება მოხდა სამეგრელოში შენიღბულად მოწყობილ, სპეციალურ სამალავებში აღმოჩენილი ვიდეოფირების საშუალებით. ფირებზე აღბეჭდილია ასევე სექსუალური ხასიათის დანაშაული. ამ სისხლის სამართლის საქმეებზე დადგენილია შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნების: მეგის ქარდავას, კოხტა კოდუასა და დავით ჩაგინავას ბრალეულობა. მეგის ქარდავა ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება.
წყარო http://newposts.ge