Express News

რუსთავის მიკროავტობუსების მძღოლები კახა კალაძეს ბიზნესის მისაკუთრებაში ადანაშაულებენ



პროკურატურასთან რუსთავის მიკროავტობუსების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
ისინი ე.წ. "ყვითელი მარშუტკების" ტენდერის გაუქმებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეები ხელისუფლების რამდენიმე მაღალჩინოსანს მცირე ბიზნესის მისაკუთრებაში ადანაშაულებენ და დახმარებას პროკურატურისგან ელიან.
ისინი კახა კალაძეს ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, ეს ბიზნესი მთლიანად მან და მისმა ქართველმა თანაგუნდელებმა ჩაიგდეს ხელში, რამაც მძღოლები სავალალო მდგომარეობაში ჩააგდო.
მძღოლების თქმით, მათ საკუთარი სახსრებით შეიძინეს თანამედროვე ტიპის მიკროავტობუსები, რისთვისაც სესხი ბანკისგან აიღეს, ახლა კი რუსთავის მერია მათ ჩანაცვლებას „ყვითელი მარშუტკებით“ აპირებს. მძღოლების განცხადებით, ეს ფაქტი  მათ ქუჩაში დარჩენას გამოიწვევს, რადგან ისინი ვეღარ შეძლებენ სესხის დაფარვას.
პროკურატურის წარმომადგენლები მათ არ შეხვედრიან, რის შემდეგაც აქციამ საქალაქო სასამართლოსთან გადაინაცვლა.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT