"პროკურატურას თავისი კალენდარი აქვს და არ იყურებიან გარეთ რა ხდება".
უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის დასაკითხად არასწორი დრო შეარჩია.
მისივე თქმით, პროკურატურას თავისი კალენდარი აქვს და „არ იყურებიან გარეთ რა ხდება“.
„პროკურატურის დისკრეციაა, თუ როდის დაიბაროს ესა თუ ის ადამიანი დასაკითხად, ეს არ იყო ყველაზე წარმატებული და სწორედ შერჩეული დრო. ისევ და ისევ იმის გათვალისწინებით, რომ ეს არის პროკურატურის დისკრეცია. საქმე, რომ ყოფილიყო უკვე სასამართლოში, რომელსაც თავისი ვადები აქვს და საათი ჩართული აქვს, ეს რა თქმა უნდა სხვა საკითხია. ამას უკავშირებ იმას, რომ პროკურატურას თავისი კალენდარი აქვს და არ იყურებიან გარეთ რა ხდება. პროკურატურა ჩაკეტილია საკუთარ შენობაში და იმ რაღაცა საქმეებს მიყვებიან, რომელიც აქვს და გარეთ არ იყურება რა ხდება", - განაცხადა ხიდაშელმა ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში.
newposts.ge