თბილისი (BPI) - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო საგარეო ვალის მოცულობამ 2014 წლის 28 თებერვლის მონაცემებით 4,194 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან 4,083 მთავრობის ვალია, ხოლო დანარჩენი 111,896 მლნ აშშ დოლარი ეროვნული ბანკის დავალიანება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმართ.
იანვრის ბოლოს მონაცემებით საქართველოს უცხოელი კრედიტორების მიმართ 4,176 მლრდ აშშ დოლარის ვალი მართებდა. აქედან 4,062 მლრდ აშშ დოლარი მთავრობის დავალიანება იყო, ხოლო 113.09 მლნ აშშ დოლარი - ეროვნული ბანკის.
შედეგად, მთლიანი ვალი თებერვალში 18 მლნ აშშ დოლარით არის გაზრდილი. მთავრობას კრედიტორების მიმართ ვალდებულებები 21 მლნ აშშ დოლარით გაეზარდა, ხოლო ეროვნულ ბანკს 1.194 მლნ აშშ დოლარით შეუმცირდა.
წყარო bpi.ge