საქართველოში 2008 წელს განხორციელებული ინტერვენციის გამო რუსეთს ევროსაბჭომ სანქციები დაუწესა.
ევროსაბჭოს ასამბლეის გადაწყვეტილებით, რუსეთის ფედერაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ხმის უფლება ჩამოერთვა.
გადაწყვეტილება ევროსაბჭოს ასამბლეაზე რამდენიმე წუთის წინ იქნა მიღებული. რუსეთის ფედერაციისათვის ხმის უფლება ორგანიზაციაში 2015 წლის იანვრამდეა ჩამორთმეული. რუსული დელეგაცია აღნიშნულ სხდომას არ დასწრებია.