უგულავა პოლიციას სთხოვს დაიცვან მისი უსაფრთხოება


გიგი უგულავამ საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომის მიმდინარეობისას პოლიციის გამოძახება მოითხოვა.
გიგი უგულავამ განმარტა, რომ სასამართლოს ეზოში აქტივისტები არიან შეკრებილნი, რომლებიც კვერცხების სროლას აპირებენ და პოლიციამ უნდა უზრუნველყოს მისი შენობიდან უსაფრთხოდ გასვლა. 
სასამართლოს ეზოში მართლაც არის 20-მდე მოქალაქე, რომლებიც აცხადებენ, რომ გიგი უგილავა დამნაშავეა. აქტივისტებმა პლაკატებიც გამოფინეს - "უგულავა მკვლელია" და სასამართლისთან ცოცხი მიიტანეს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული თბილისის გადაყენებული მერის, გიგი უგულავას სარჩელს, საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ განიხილავს.