ქართული მხარე საქართველოში მეჩეთის მშენებლობას დააფინანსებს. ამის შესახებ განცხადება საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღავენლმა გააკეთა. თუმცა მისივე თმქით ეცეთი აზიზიეს სახელობის არ იქნება. ის ასევე არ აკონკრეტებს თუ სად აშენდება ახალი მეჩეთი. ცნობილია ის , რომ გადაწყვეტილება დღეს თურქეთის რელიგიურ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელთან შეხვედრის შემდეგ იქნა მიღებული.
ქურდულ სამყაროსთან კავშირში ბრალდებულების პროცესი ზუგდიდში პროტესტის ფონზე მიმდინარეობს [Video]
ქურდულ სამყაროსთან კავშირში ბრალდებულების სასამართლო პროცესი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში საპროტესტო გამოსვლების ფონზე მიმდინარეობს. შენობაში შეკრებილი არიან ბრალდებულების ოჯახების წევრები, რომლებიც ახალგაზრდების დაკავებას უსამართლოს უწოდებენ. პროკურორმა დიმიტრი ხვიტიამ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, აღმკვეთის ღონისძიების სახით ათივე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდოს. მოსამართლე ნატრული აკობიას განცხადებით, საქმის მასალების დიდი მოცულობიდან გამომდინარე სასამართლოს აღმკვეთის ღონისძიების სამსჯელოდ სამი საათი დასჭირდება.
10 დაკავებულიდან ამ დროისთვის სასამართლოში შვიდია მიყვანილი. ესენი არიან: გიორგი კარბაია, დავით ქუხილავა, გელა ქანთარია, ლაშა ჩაჩხუნაშვილი, გიორგი რატიანი, ვიტალი გულუა და გელა გერგედავა. დაკავებულები მათთვის წაყენებულ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ სამართალდამცავებმა ისინი პროცედურული დარღვევებით აიყვანეს. წალენჯიხის დაბა ჯვარში მცხოვრებმა დავით ქუხილავამ დღეს სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ნარკოტიკული საშუალება ჯიბეში ძალის გამოყენებით პოლიციამ ჩაუდო. მისივე თქმით, დაკავებისას და ასევე პოლიციის შენობამდე ტრანსპორტირებისას ძალოვანების მხრიდან ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეურაცხყოფას. ბრალდებულის თქმით, ადგილი ჰქონდა ზეწოლას სამხარეო პოლიციაშიც, სადაც მისი მტკიცებით, ხელი იძულებით მოაწერინეს ჩვენებაზე. ქუხილავას განცხადებით მას ქურდულ სამყაროსთან კავშირი არ აქვს და საოჯახო მეურნეობითაა ძირითადად დაკავებული. მოსამართლე ნატრული აკობიამ პროკურორ დიმიტრი ხვიტიას მიმართა კითხვით, იცოდა თუ არა ამ დარღვევის შესახებ, რაზეც უარყოფითი პასუხი მიიღო. მოსამართლემ პროკურორს ბრალდებულის მიერ მოყოლილის დეტალური გამოძიება მოსთხოვა.
პარალელურად სასამართლოს შენობაში სამართალდამცავების „უსამართლო ქმედებას“ აპროტესტებენ დაკავებულების ნათესავები და ოჯახის წევრები. სხდომათა დარბაზში ადგილების არქონის მიზეზით ქუხილავას ოჯახის წევრები ვერ დაესწრნენ პროცესს, რაზეც მათ უკმაყოფილება ხმამაღლა გამოხატეს მანდატურების მისამართით. ხმაურის დროს დავით ქუხილავას დედა ცუდად გახდა. მისთვის სასწრაფო სამედინიცინო დახმარების გაწევა გახდა საჭირო. რაც შეეხება სხვა დაკავებულებს, ისინი არ აცხადებენ, რომ მათ მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ზეწოლას. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით დაკავებული 10 ახალგაზრდას სასამართლო პროცესი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ამ წუთებშიც გრძელდება.
შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფოთში, წალენჯიხაში, ზუგდიდში, სენაკში, თბილისსა და გორში ერთდროულად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 10 პირი დააკავა. „გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები ქურდულ სამყაროს აღიარებენ, სხვადასხვა სარგებლის მიღების მიზნით, ქურდული კანონების შესაბამისად, სპეციალური წესების დაცვით მოქმედებდნენ და მიზანმიმართულად ცდილობდნენ ქურდული სამყაროს ინტერესების საზოგადოებაში დანერგვასა და განმტკიცებას. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ დაკავებულები ქვეყნის გარეთ მყოფი კანონიერი ქურდების გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ. ისინი ქურდული სამყაროს მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფი პირებისგან კონკრეტულ დავალებებს იღებდნენ და ასრულებდნენ.სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღები, ხელყუმბარა და ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს. გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით)“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
.livepress.ge/
STOP PUTIN-"ფემენის" შიშველმა აქტივისტმა ტაძრის ეზოში "სისხლში" იბანავა [VIDEO]
ფემინისტური მოძრაობა Femen-ის აქტივისტმა პუტინისა და უკრაინაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ აქცია ჩაატარა. FEMEN-ის შიშველმა აქტივისტმა კიევ-პეჩორის ლავრის ტერიტორიაზე "ვლადიმერ პუტინის ესტაფეტა მიიღო და ყინულიანი უკრაინული სისხლი" გადაისხა.
FEMEN-ში განმარტეს, რომ უკრაინელების სისხლს პუტინთან ერთად რუსი სასულიერი პირებიც "სვამენ". აღსანიშნავია, რომ მოცემული აქცია ფლეშმობ IceBucketChallenge-ის მაგალითზე ჩატარდა, რომელიც ბევრი ქვეყნის სოციალური ქსელის მომხმარებლებში აქტიურად ვრცელდება.
FEMEN-ში განმარტეს, რომ უკრაინელების სისხლს პუტინთან ერთად რუსი სასულიერი პირებიც "სვამენ". აღსანიშნავია, რომ მოცემული აქცია ფლეშმობ IceBucketChallenge-ის მაგალითზე ჩატარდა, რომელიც ბევრი ქვეყნის სოციალური ქსელის მომხმარებლებში აქტიურად ვრცელდება.
1 იანვრიდან რესტორნებში ღვინოზე კონტროლი გამკაცრდება
2015 წლის 1 იანვრიდან რესტორნებში ღვინოზე კონტროლი გამკაცრდება, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, სამინისტრო გეგმავს ამ მიმართულებით ქმედითი ღონისძიებების გატარებას და შესაბამისი რეაგირება მოჰყვება, თუ სადმე აღმოჩნდება ფალსიფიკაცია.
"ეს ემსახურება დარგის კიდევ უფრო გაძლიერებას, პოპულარიზაციას. სოფლის მეურნეობაში ეს დარგი გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტალურად განვითარებული დარგი და სუბსიდირების ნაწილში მომავალ წელს ჩვენ, რა თქმა უნდა, გადავხედავათ. იმედი გვაქვს, რომ აღარ დასჭირდება ამ დარგს სუბსიდირება, რადგან საკმაოდ სტაბილურად განვითარდა", - განაცხადა ოთარ დანელიამ.
ოთარ დანელიამ ისაუბრა ჭაჭის კონტროლზეც, რომელიც ასევე განხორციელდება. მინისტრის თქმით, ბევრი მეღვინე ჭაჭის კონტროლს ისტორიულ გარღვევად აფასებს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჭაჭის კონტროლი მოგვცემს საშუალებას, რომ ისეთი ტრადიციების მქონე ქვეყანაში, როგორიც არის საქართველო, ყველა ღვინო იყოს ნამდვილი და არა - ფალსიფიცირებული.
მისივე თქმით, სამინისტრო გეგმავს ამ მიმართულებით ქმედითი ღონისძიებების გატარებას და შესაბამისი რეაგირება მოჰყვება, თუ სადმე აღმოჩნდება ფალსიფიკაცია.
"ეს ემსახურება დარგის კიდევ უფრო გაძლიერებას, პოპულარიზაციას. სოფლის მეურნეობაში ეს დარგი გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტალურად განვითარებული დარგი და სუბსიდირების ნაწილში მომავალ წელს ჩვენ, რა თქმა უნდა, გადავხედავათ. იმედი გვაქვს, რომ აღარ დასჭირდება ამ დარგს სუბსიდირება, რადგან საკმაოდ სტაბილურად განვითარდა", - განაცხადა ოთარ დანელიამ.
ოთარ დანელიამ ისაუბრა ჭაჭის კონტროლზეც, რომელიც ასევე განხორციელდება. მინისტრის თქმით, ბევრი მეღვინე ჭაჭის კონტროლს ისტორიულ გარღვევად აფასებს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჭაჭის კონტროლი მოგვცემს საშუალებას, რომ ისეთი ტრადიციების მქონე ქვეყანაში, როგორიც არის საქართველო, ყველა ღვინო იყოს ნამდვილი და არა - ფალსიფიცირებული.
სასწრაფოდ-ლაშა მახარაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი გიორგი ოქროპირიძე ქართულ მხარეს სოფელ ერგნეთში გადმოეცა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ლაშა მახარაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი გიორგი ოქროპირიძე დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით დააკავეს.
„შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს, ვაკე-საბურთალოს სამმართველოს და შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული, წარსულში განზრახ მკვლელობისთვის ნასამართლევი გიორგი ო. დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 2 სექტემბერს, ღამით, ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა 1987 წელს დაბადებულ ლაშა მ-ს, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა, გიორგი ო. კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბრალდებული ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე მიმალვას შეეცადა, რა დროსაც იგი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო წარმომადგენლებმა დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფებისა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლების აქტიური მუშაობის შედეგად აღნიშნული პირი 12 სექტემბერს სოფელ ერგნეთში ქართულ მხარეს გადმოეცა“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 109-ე და 236-ე მუხლებით).
ნარმანია: მიკროავტობუსით მგზავრობის ფასი ადეკვატური უნდა გახდეს
თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ, „თბილისის მიკროავტობუსს“ ტარიფების გადახედვისკენ მოუწოდა. როგორც ნარმანიამ ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, დედაქალაქში მსყიდველუნარიანობა დაბალია და შესაბამისად, ტარიფი მოსახლეობისთვის მისაღები და ადეკვატური უნდა იყოს.
„ჩვენი მოთხოვნა ამ კომპანიის მიმართ არის უცვლელი - რაც შეიძლება ხარისხიანი სერვისი მიეწოდოს თბილისელებს, შემცირდეს უკმაყოფილების დონე და სადაც შესაძლებელია ტარიფთან დაკავშირებული საკითხების გადახედვა, მოხდეს მისი გადახედვა. დედაქალაქში მსყიდველუნარიანობა არც ისე მაღალია, ამიტომაც მივიჩნევთ, რომ მოსახლეობისთვის უნდა იყოს ადეკვატური და მისაღები ტარიფი", - განაცხადა ნარმანიამ.
დედაქალაქის მერი „თბილისის მიკროავტობუსის“ წარმომადგენლებს გამგებლებთან ერთად მერიაში ამ წუთებში ხვდება.
აქცია ნაცმოძრაობის ოფისთან [VIDEO]
"ქვეყანას არ აგარევინებთ"-აქცია „ნაციონალების“ ოფისთან
"მეიდანი არ იქნება", "ქვეყანას არ აგარევინებთ", "არ გაგივათ" , - ამ ლოზუნგებით ორგანიზაცია "ახალგაზრდული ცენტრის" წევრები "ნაციონალურ მოძრაობის" სათაო ოფისთან შეიკრიბნენ და გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების თქმით „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს ხალხი ერთმანეთს გადაკიდოს და პროცესები ქუჩაში გადავიდეს. მათ „ნაციონალურ მოძრაობას“ მეხუთე კოლონა და ქვეყნის მტრები უწოდეს.
სამართალდამცველების მიერ დაკავებული გიორგი აბაშიძე ამ დრომდე აჭარის მთავარ სამართველოში იმყოფება
სამართალდამცველების მიერ დაკავებული გიორგი აბაშიძე ამ დრომდე აჭარის მთავარ სამართველოში იმყოფება. მასთან ერთადაა აბაშიძის ადვოკატიც. როგორც მან მედიასთან ცოტა ხნის წინ განაცხადა, აბაშიძე პოლიციამ ნარკოლოგიური შემოწმების მიზნით აიყვანა, თუმცა თავად დაკავებული მომხდარში პოლიტიკურ ნიშნებს ხედავს. ადვოკატი განმარტავს, რომ გიორგი აბაშიძეს ამ დრომდე არ ჩატარებია შემოწმება, რადგან საკმაოდ ბევრი ადამიანი იმყოფება სამმართველოში და ის ამ დრომდე საკუთარ რიგს ელოდება.
http://pirveliradio.ge/
http://pirveliradio.ge/
Subscribe to:
Posts (Atom)










