ჩავარდნილი ტურისტული სეზონი ოკუპირებულ აფხაზეთში - ნახევრად ცარიელი პლაჟების, სასტუმროებისა და გაუმართავი ე.წ. სასაზღვრო კონტროლის გამო, უკმაყოფილებას საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებიც კი ვერ მალავენ. ირკვევა, რომ ტურისტების სიმცირე ყირიმში შექმნილ ვითარებას უკავშირდება.
ანექსირებული რეგიონის მძიმე სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, კრემლი საბიუჯეტო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დასვენებას სწორედ ყირიმში აიძულებს. მითუმეტეს, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენების პასუხად, კრემლის ძალოვან უწყებებს საზღვარგარეთ დასვენება აეკრძალათ.
თუმცა, მოსკოვის მცდელობის მიუხედავად, ტურისტული სეზონი წელს ყირიმშიც ჩავარდა.