ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის, ფიზიკური შეურაცხყოფისა, თუ მუქარის ბრალდებით ჯერ არავინ დასჯილა. ამას პროკურატურის მიერ მოწოდებული სტატისტიკაც ცხადყოფს. სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლს, რომელიც ზემოთჩამოთვლილ შემთხვევებში დამნაშავისთვის თავისუფლების აღკვეთას , ან უფლებამოსილების შეჩერებას ითვალისწინებს,მოსამართლეები ალბათ ყველაზე იშვიათად იყენებენ, რადგან უმეტეს შემთხვევაში დაწყებული საქმეები შეწყვეტილია, ან გრიფით საიდუმლო ადევს და ამ დრომდე ძიებაშია. ჟურნალისტების სისხლის სამართლის საქმეები სახალხო დამცველის ანგარიშშიც მოხვდა.