Express News

ბესო დანელია: «ნაციონალური მოძრაობის» წევრებმა საქართველოდან 19 მილიარდი ლარი გაიტანეს



«დემოკრატიული მოძრაობა _ ერთიანისაქართველოს» პოლიტსაბჭოს წევრი,ექსპერტი საერთაშორისო საკითხებშიბესო დანელია ქვეყანაში მომდინარეპროცესებზე გვესაუბრება.


_ დროა, ამ ხელისუფლებამაც დაასრულოს ნატოში შესვლის საკითხით სპეკულაცია, რადგან აშშ-ის პრეზიდენტმა პირდაპირ განაცხადა, რომ საქართველოს ნატოში შესვლის არანაირი შანსი არ აქვს. ქართველი ხალხისთვის ის ტყუილებიც საკმარისია, რომლითაც «ნაციონალურმა მოძრაობამ» წლების განმავლობაში გვკვება _ რომ მაპზე უკეთესი მივიღეთ, რომ მაპი აღარ იყო საჭირო, რადგან ნატოს წესდება შეიცვლებოდა და საქართველო გახდებოდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი. ხოლო იმ მუხლზერომელშიც შავით თეთრზე წერიარომ არგანიხილება ნატოს რიგებში იმ ქვეყნის მიღებარომელსაც დაკარგული აქვსტერიტორიებიარავინ ლაპარაკობდაარადაეს ცოტა ხნის წინათ ბარაკ ობამამაცდაადასტურა და ნატოში საქართველოს გაწევრების საკითხი არათუ ამ ეტაპზე,არამედ შორეულ პერსპექტივაშიც არ დგას დღის წესრიგში. ამიტომ მაინტერესებს, საქართველო, რომელიც აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილზეა მსოფლიოს ცხელ წერტილებში სამხედრო კონტინგენტის გაგზავნის მხრივ, კიდევ რატომ გზავნის ქართველ ბიჭებს ცენტრალურ აფრიკაში საომრად? ქართველ ბიჭებს საზარბაზნე ხორცად იყენებენ ნებისმიერი ცხელი წერტილის წინა ხაზზე. ამჟამინდელი ხელისუფლება კითითქოსერაყი და ავღანეთი არ არის საკმარისიჩვენს ბიჭებს ახლა ცენტრალურ აფრიკაშიგზავნისსადაც აისაფის მისიით კაციჭამიებთან ომში უნდა ჩაერთონამითსაზარბაზნე ხორცს კიდევ მიამატეს ქართველი ბიჭებირომლებიც ჩვენი ქვეყნისგენოფონდს წარმოადგენენ. ეს ბიჭები სამშობლოს უნდა ემსახურებოდნენ, რეალურად კი, ამ და წინა ხელისუფლებების მოთხოვნით, სხვის ომში უმოწყალოდ იხოცებიან. არადა, მაგალითად, გერმანიიდან და ბალტიისპირეთის  ქვეყნებიდან ცხელ წერტილებში სულ რამდენიმე ადამიანს გზავნიან, ისიც _ ფორმალურად. ჩნდება შეკითხვა _ რატომ იქცევა საქართველოს ხელისუფლება ასე, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ობამას განცხადება ყველასთვის გასაგებია? დროა, «ქართულმა ოცნებამ» შეწყვიტოს ტყუილები და ნუ დაემსგავსება «ნაციონალურ მოძრაობას», რომელსაც 9 წლის განმავლობაში ტყუილების რახარუხის მეტს არაფერს აკეთებდა! ობამას განცხადებაზე დღევანდელი მინისტრების კომენტარები კი რეალობას იყო აცდენილი.

კონკრეტულად რომელ მინისტრებს გულისხმობთ?

_ ყველაზე ადეკვატური განცხადება პრემიერმინსტრმა გააკეთა, დანარჩენებმა კი _ რა გითხრათ, რით გაგახაროთ. კვლავაც გრძელდება ის პოლიტიკა და რიტორიკა,რომელსაც «ნაცმოძრაობა» წლების განმავლობაში ეწეოდაახალი ხელისუფლებისარც ერთ წარმომადგენელს არ ეყო გამბედაობაეთქვარომ ნატოსაქართველოსთვის ვირტუალური სამყაროა და იქ მოხვედრის შანსი არ გვაქვს.სხვათა შორის, ობამამ უკრაინის მიმართაც იგივე განაცხადა და აღნიშნა, რომ რუსეთი ყირიმს აღარ დათმობსო. სანქციები კი, რომლებითაც დასავლეთი ემუქრებოდა რუსეთს, სასაცილოა. დასავლეთი თავის მუქარას ისევე შეასრულებსროგორც 2008 წელსშეასრულა _ აგვისტოს ომის დროსაც წაუყენა რუსეთს მთელი რიგი პირობებისა,მაგრამ ძალიან მალე ხელი დაიბანამხოლოდ აღშფოთება გამოხატაგანზე გადგა და საქართველო დარჩა ტერიტორიის 20 პროცენტის გარეშეანალოგიურადმოექცევიან უკრაინასაც.

ამჟამინდელ ხელისუფლებას რისთვის სჭირდება ნატოში შესვლითმანიპულირება?

_ გაიხსენეთ პრეზიდენტობა ედუარდ შევარდნაძისა, რომელიც ასევე კარგად იყენებდა ნატოში შესვლის საკითხს. ის ამბობდა, ჯერ გაზსადენს გავიყვან და შემდეგ ნატოსკენ მიმავალი გზა გაგვეხსნებაო. მოგვიანებით სააკაშვილიც იმავეს გაიძახოდა და ასე ცდილობდა ხალხის «დაბოლებას». ისე, სააკაშვილს ნამდვილად ჰქონდა შანსი, საქართველოს ნაბიჯები გადაედგა ევროინტეგრაციისკენ, მაგრამ «ნაცმოძრაობა» მოიქცა პირიქით _ ნაცვლად იმისა, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს დავახლოებოდით, უფრო დავშორდით. მეტიც _ საქართველოსა და ნატოს შორის იმხელა უფსკრულია, რომ დღეს ნატოში შესვლაზე, მაპის მიღებაზეც კი, აბსურდია საუბარი.

უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე ვისაუბროთ...

_ აღსანიშნავია, რომ კიევის მაიდანზეგარდა იმ ადამიანებისარომლებიცპროტესტს გამოხატავდნენიდგნენ ნაცისტური ორგანიზაციებისწარმომადგენლებიცრეალურად სწორედ ბანდერელი ნაცისტები მართავდნენპროცესს და იარაღს აჟღარუნებდნენ. დასავლეთმა არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინის რადა სამართლიანად მოიქცა, როცა პრეზიდენტი იანუკოვიჩი პოსტიდან გადააყენა, რეალურად კი იანუკოვიჩის იმპიჩმენტი უკრაინის კონსტიტუციისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევა იყო. უკრაინის კონსტიტუციაში შავით თეთრზე წერია, რომ ქვეყნის პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის დეპუტატების 75 პროცენტის თანხმობაა საჭირო. იანუკოვიჩის იმპიჩმენტს კი მხოლოდ 73 პროცენტმა დაუჭირა მხარი, ანუ ეს გადაწყვეტილება უკანონოდ მიიღეს. ეს ყველაფერი, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, დასავლეთმა, უხეშად რომ ვთქვათ, გაატარა. რუსეთი კი, რა თქმა უნდა, საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესების გათვალიწინებით მოქმედებს და არც დათმო ყირიმი. ასე რომ მოხდებოდა, ყველამ კარგად იცოდა.

შეუძლებელია, არ გავიხსენო კოსოვოს მაგალითი, როდესაც დასავლეთ ევროპამ და აშშ-მა კოსოვო _ სერბეთის ტერიტორია _ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა. ამ გადაწყვეტილებას მხარი ესპანეთმა არ დაუჭირა და განაცხადა: დღეს კოსოვოს დამოუკიდებლობა რომ ვაღიარო, ხვალ რა ვუთხრა კატალონიელებს, ბასკებს, რომლებიც ასევე ითხოვენ დამოუკიდებლობასო. და დღეს, როდესაც ამერიკა და ევროპა რუსეთს აფხაზეთსა და ყირიმში მის მიერ გატარებულ ღონისძიებებზე სთხოვენ პასუხს, რუსეთს მოჰყავს კოსოვოს მაგალითი, რომლის დამოუკიდებლობას თავის დროზე რუსეთიც ეწინააღმდეგებოდა. ასე რომ, მართალი თქვა ობამამ, რუსეთი ყირიმს არასდროს დათმობს, ხოლო ამერიკა საქართველოს და უკრაინის გამო რუსეთთან ომს არ დაიწყებს.

დღეს ისიც ცხადად გამოჩნდა, რომ უკრაინულ შავ ძალებს დასავლეთი უხვად აფინანსებდა, იანუკოვიჩისთვის რევოლუცია რომ მოეწყოთ, და მოუწყვეს კიდეც, რის გამოც უკრაინაში სავალალო მდგომარეობაა. უკრაინაში სწორედ ისეთი ვითარებაა, როგორიც საქართველომ 1990-იან წლებში გამოიარა. კიევის ქუჩებში შეიარაღებული პირები მაროდიორობენ, მაღაზიებში პროდუქტებზე რიგები დგას, ეკონომიკა უკან მიდის ა. შ. და როდესაც დღევანდელ უკრაინასა და 2003 წლის საქართველოს ადარებენ, არასწორია, რადგან დღევანდელი უკრაინა 1990-იანი წლების საქართველოს უფრო ჰგავს.

უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის ვიზიტებზე რას ფიქრობთ?

_ უკრაინელ ხალხს შევახსენებ, რომ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში დავკარგეთ საკმაოდ დიდი ტერიტორია, სააკაშვილმა და მისმა რეჟიმმა საქართველო უფსკრულის პირას მიიყვანეს და დღეს უკრაინაში სააკაშვილის სირბილი მათ ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს. სააკაშვილს უკრაინა არ აინტერესებს, მისი მთავარი ამოცანაა, ქართველებს რუსეთი  მტრის ხატად წარმოუჩინოს და თქვას, ნახეთ, ამდენ მილიონიან უკრაინას რას უშვრება პუტინი და ჩვენ რას გვიზამდაო. სააკაშვილი უკრაინაში სირბილით 2008 წლის ომის გამართლებას ცდილობს.

 _ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პროკურატურამ დაკითხვაზე დაიბარა,თუმცა...

_ ამ ხელისუფლების ქმედება ძალიან ჰგავს «ნაცმოძრაობის» ქმედებებს, თუნდაც წინასაარჩევნოდ მძაფრი საკითხების წამოწევით. თითქმის 2 წელია, «ქართული ოცნება» ხელისუფლებაშია და სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარება, მის წინააღმდეგ სამართლებრვი ზომების გატარება გაცილებით ადრე შეეძლო. თუ ეკონომიკური და სოციალური სამართლიანობა არ აღდგება, თუ «ნაციონალების» მიერ ამ 9 წელიწადში ჩადენილ ყველა დანაშაულს არ გამოიძიებენ და თუ ადამიანებს არ დაუბრუნდებათ წართმეული ქონება, საქართველო სახელმწიფოდ ვერ შედგება. «ნაციონალური მოძრაობის» წევრებმაქვეყნიდან 19 მილიარდი ლარი გაიტანესეს ფული კვლავ მათ ხელშია დადღესრომ საუბრობენ თბილისში მაიდნის მოწყობზესააკაშვილი რომ ამბობს,საქართველოში მხოლოდ ქვეყნის გასათავისუფლებლად ჩამოვალოამ სიტყვებისარასერიოზულად მიღება არ შეიძლებარადგან ის ყველაფერზეა წამსვლელი.

 სააკაშვილს, ამჟამინდელი ხელისუფლების უუნარობისა და არაკომპეტენტურობის წყალობით, დღესაც აქვს სიტუაციაზე ზემოქმედების ბერკეტები. ამჟამინდელ ხელისუფლებას ერთი რამ ავიწყდება: ვიდრე ქვეყანაში არ იქნება სამართლიანობა, არ იქნება მშვიდობაც!

ნინო ბურჯნაძე ჯერ კიდევ 5 წლის წინათ ამბობდა, რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება დიალოგის გზით, დიპლომატიური ძალისხმევით უნდა მოხდესო, რასაც დღეს ახალი ხელისუფლება ვითომ ცდილობს. არადა, იმხანად ბურჯანაძე ლამის მოღალატედ და რუსეთუმედ გამოაცხადეს. დღეს, მართალია, რუსეთის მიმართ ტონი შერბილდა და აღარ გაისმის მარაზმატული გამონათქვამები პუტინის მისამართით, როგორც ამას წლების განმავლობაში «ნაციონალური მოძრაობა» აკეთებდა, მაგრამ ამჟამინდელი ხელისუფლების ნაბიჯებიც არ არის ქმედითი.

ყველას ავიწყდება, რომ საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი საკითხი ტერიტორიული მთლიანობაა. რა თქმა უნდა, კარგია, ღვინო, «ბორჯომი» და ციტრუსი რომ გაიყიდება რუსეთის ბაზარზე, მაგრამ ამით ვერ გადაწყდება ის მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ჰქვია. ამიტომ, პირველ რიგში, ყველაფერს თავი უნდა დავანებოთ და დავიწყოთ ურთიერთობის მოგვარება მეზობელთან. ეს ქვეყანა მოგვწონს თუ არა, ამის გაკეთება გარდაუვალია, ამიტომ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომტიური მოლაპარაკებები. პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ცოტა ხნის წინათ განაცხადა, მერე რა მოხდა, თუ რუსებმა მავთულხლართები კიდევ გადმოსწიესო. მარგველაშვილისთვის შეიძლება არაფერი მოხდა, რადგან მთაწმინდაზე ცხოვრობს და ფეხით ჩაირბენს სამსახურში, მაგრამ რა ჰქნას ათიათასობით ქართველმა, რომლებიც იძულებულნი შეიქნენ, მშობლიური კერა მიეტოვებინათ?! ისე, სიმართლე გითხრათ, არც მაქვს იმედი, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება ამ ყველაფერს მოაგვარებს. საერთოდ კი, დროა, ერი გამოფხიზლდეს და თვალი გაუსწოროს რეალობას, რომლის წინაშეც ვდგავართ.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT