Express News

"ჩასაფრებული ნაცები ელოდებიან, როდის "ავარდება" ხელისუფლება და გადავა ტერორზე"

მოვუწოდებ ხელისუფლებას გონიერებისა და ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ. გახშირებულ კრიმინალთან დაკავშირებით ნაცები ჩასაფრებულები არიან, მაგრამ ბევრი ვერ ხვდება თუ რაზე არიან ჩასაფრებულები, სტრატეგიულად არასწორია თუ ვინმეს გონია რომ ისინი მარტო კრიმინალის გახშირებაზე არიან ჩასაფრებულნი. 
ნაცები უცდიან,რომ ხელისუფლება "ავარდეს" დაიწყოს რეიდები, უმიზეზო დაკავებები, დაკავებისას ფიზიკური შეურაცხყოფა, ადამიანთა უფლებების მასობრივი დარღვევები და ასე შემდეგ, სწორედ ამას ელიან ნაცები, რათა შემდეგ მთელს მსოფლიოს და საქართველოს მოსახლეობას მოსდონ ,რომ ადამიანის უფლებები ირღვევა, დემოკრატია საფრთხეშია და ა.შ.

ამითი კი ჩამოირეცხონ ის შავი ლაქა,რომელიც ციხის კადრების გასაჯაროვებას და ცოცხებით ადამიანთა წამებას მოყვა მთელს ცივილიზებულ სამყაროში.მათ სურთ მათთვის მთავარი მაკომპრომეტირებელი--ადამიანთა წამების და დაკავებების გადაფარვა და ამას ელიან,ელიან რომ ხელისუფლება საბედისწერო შეცდომას დაუშვებს.ფაქტია,რომ სამართალდამცავ სისტემაში ბევრი რამ გასაკეთებელია,კრიმინალთან ბრძოლა გასაძლიერებელია,მაგრამ თუნდაც ერთი უდანაშაულო რომ მოყვეს ბადეში 1000 დამნაშავესთან ერთად ამას არავინ აპატიებს ხელისუფლებას,ამას ელიან ჩასაფრებული ნაცები,ამაზე ოცნებობენ და ყველაფერს აკეთებენ რათა ეს მოხდეს.ეხლა არის საჭირო არა ემოციებით,არამედ ცივი გონებით მოქმედება,რათა ქვეყნის მტრებმა საწადელს არ მიაღწიონ,პირველ რიგში სასწრაფოდ გასაწმენდია სამართალდამცავი სისტემა ყველა იმ ნაცნარჩენებისგან რომლებიც მრავლად შერჩნენ თანამდებობებზე და რომელნიც დღესაც მართავენ სისტემას და ვის წისქვილზე ასხამენ წყალს არავინ უწყის,დარწმუნებული ვარ,რომ ბევრი მათგანი დღესაც მერაბიშვილის,ახალაიას და სხვა ესეთი ტიპის სადისტების თანამებრძოლად თვლის თავს,ვიმეორებ თუ ნაცპოლიციელებისგან არ გაიწმინდა სისტემა თუ არ დაბრუნდა და მოვიდა ნამდვილი პროფესიონალები,რომლებიც სააკაშვილის ბინძურ სისტემაში არ იყვნენ გასვრილი,მაშინ საბოტაჟი და არეულობა გარდაუვალია,დიახ ამ შემთხვევაში კატასტროფა გარდაუვალია.

----P.S.სენატორი კატონ უფროსი სენატის ყველა სხდომაზე იმეორებდა ისტორიულ ფრაზას-"კართაგენი უნდა დაინგრეს!",ანალოგიურად არ დაგზარდებით და მეც მუდმივად გავიმეორებ,რომ ნაცმოძრაობა უნდა დაინგრეს!სანამ ნაცებს ხელოვნურად უნარჩუნდებათ პოლიტიკური ძალის ადგილი,მანამ მუდმივად იქნება კრიმინალის,გადატრიალების და არეულობის საფრთხე!!!!!!



სანდრო ბრეგაძე

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT