Express News

NDI: განახევრდა მათი რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ კრიმინალი შემცირდა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საზოგადოებრივი აზრის ბოლო კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 29% მიიჩნევს, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოში კრიმინალის დონე გაიზარდა, ხოლო 10% ფიქრობს, რომ შემცირდა. 

აღსანიშნავია, რომ 2013 წლის ნოემბერში, კვლევაში მონაწილეთა 21% მიიჩნევდა, რომ კრიმინოგენური ვითარება გაუარესდა, ხოლო 20%-ის აზრით, გაუმჯობესდა.


2014 წლის აპრილის მონაცემებით, NDI-ის გამოკითხულთა 35% ფიქრობდა, რომ ქვეყანაში კრიმინალის დონე გაიზარდა, ხოლო 11% მიიჩნევდა, რომ შემცირდა.

ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა საველე სამუშაოები 2014 წლის 23 ივლისი-7 აგვისტოს პერიოდში ჩაატარა. ქვეყნის მასშტაბით გამოკითხულია 3338 ადამიანი. საშუალო ცდომილების ზღვარია +-2.9%.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT