14:00 საათზე რუსთავის ქალთა კოლონიაში ზვიად ქორიძე შევა და მსჯავდებულებს მოინახულებს. შეწყალების კომისიის თავმჯდომარეს არ აქვს ზუსტი ინფორმაცია, თუ რა საკითხებით დაინტერესდებიან პატიმრები. ქორიძე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მარტო შევა. შეხვედრა პატიმრებმა მოითხოვეს. რუსთავის ქალთა კოლონიაში 20-მდე მსჯავდებული უკვე მეხუთე დღეა შიმშილობს.