Express News

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ დეპუტატმა ანტიდისკრიმინაციული კანონი დაარღვია და მას უფლებამოსილება უნდა შეუჩერდეს(ვიდეო)


,,ეხლა მე ვიწყებ შენს წინააღმდეგ მუშაობას“ მედეა ვასაძე ჟურნალისტს მიმართავს
ავტორები: ნინო ხარშილაძე, რუსლან დავითაზე, მირიან ურუშაძე
,,ეხლა მე ვიწყებ შენს წინააღმდეგ მუშაობას“, ,,ცოლი გყავს? საეჭვო მიხვრა-მოხვრა გაქვს“ ,,ხვალ დაიკითხები პროკურატურაში-“ ამ ფრაზებით აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა მედეა ვასაძემ ჟურნალისტ ჯაბა ანანიძეს მას შემდეგ მიმართა, რაც ,,ტელეარხი-25“ის ეთერში ჯაბა ანანიძის მიერ მომზადებული საგამოძიებო ფილმი ,,უმაღლესი კომფორტით“ გავიდა.
მომხდარს მოგვიანებით ჯაბა ანანიძე ბრიფინგით გამოეხმაურა. იგი უმაღლეს საბჭოს მომხდარზე რეაგირებას თხოვს და პროკურატურისთვის და სახალხო დამცველისთვის მიმართვას აპირებს.
არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ დეპუტატმა ანტიდისკრიმინაციული კანონი დაარღვია და მას უფლებამოსილება უნდა შეუჩერდეს. ისინი ასევე კანონსაწინააღმდეგო ქმედებად მიიჩნევენ დოდო დიასამიძის განცხადების გასაჯაროებას, რომელმაც უმაღლეს საბჭოს დახმარებისთვის მიმართა და მოგვიანებით მედეა ვასაძე ცემაში დაადანაშაულა.
,,ეს არის ტესტი ახალი მთავრობისთვის. თუ როგორი რეაგირება ექნება დეპუტატის მხრიდან ჟურნალისტზე მუქარის განხორციელების ფაქტზე“-ასე ეხმაურებიან მომხდარს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოში.
დოდო დიასამიძის ცემის ფატი, სოფიო კობალაძის სამსახურიდან დათხოვნა-ეს ის საკითხებია, რომელთა განხილვამ აჭარის უმაღლესი საბჭოდან ბათუმის საქალაქო სასამართლოში გადაინაცვლა. სადავო თემებს ამჯერად კიდევ ერთი- ჯაბა ანანიძესთან დაპირისპირების საკითხი შეემატა.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT