Express News

ია ფარულავა "კონჩიტას ხატს" აქვეყნებს - მსახიობი რელიგიურ სკანდალში ეხვევა? - "არ დავინახო სხვა მართლმადიდებლური რეაქციები!"


გრძელდება ცნობილი ადამიანების გამოხმაურებები "ევროვიზია 2014"-ის გამარჯვებულის, კონჩიტა ვურსტის ირგვლივ. ბოლო, ყველაზე რეზონანსული გამოხმაურება მსახიობ ია ფარულავას ეკუთვნოდა, რომელმაც "კონჩიტას მკრეხელურ ფოტოშარჟად" აღიარებული პოსტი Facebook-ზე გამოაქვეყნა და თან ასეთი ტექსტი დაურთო: "თან მომწონს, თან მაღიზიანებს ეს კონჩიტა, და რა ვქნა ???"

ფარულავას ასეთი ფოტოშარჟის გავრცელება არ მოუწონეს, რასაც მოგვიანებით მსახიობისგან შემდეგი პასუხი მოჰყვა: "საყვარელია, არ მალავს თავის იდენტობას :))))) რაც შეეხება ამ ფოტოს, რელიგიურ ექსტაზში მყოფნო ადამიანებო, ეს არის მექსიკური ვარიანტი ქრისტესი და ჩვენთვის ეს ისე
დაც მიუღებელი უნდა იყოს ახლა, კი დამშვიდდით და არ დავინახო სხვა მართლმადიდებლური რეაქციები !!!!!!", - წერს მსახიობი.




About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT