Express News

თენგიზ გუნავას ფიზიკურად გაუსწორდნენ გუნავასთან ერთად კიდევ რამდენიმე ადამიანია ნაცემი.


ანაკლიაში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებს, მათ შორის თენგიზ გუნავას, ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

როგორც "აქცენტს" პარტიაში განუცხადეს, გუნავასთან ერთად კიდევ რამდენიმე ადამიანია ნაცემი.

"დღეს, ერთდროულად 6 პრესსკონფერენცია უნდა ჩატარებულიყო თბილისში, თელავში, მცხეთაში, წყალტუბოში, ანაკლიასა და ბათუმში. ყველაგან ერთდროულად მოხდა "ქართული ოცნების" აქტივისტების მივარდნა. მათ პრესკონფერენციის ჩაშლა სურდათ, მაგრამ გარდა ანაკლიისა, ყველგან ჩატარდა. ანაკლიაში მოხდა ფიზიკური დაპირისპირება და ჩვენი რამდენიმე წევრი ნაცემია", - განუცხადეს "აქცენტს" პარტიაში.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT