გიგა ბოკერიას უცნობი პირი აქციაზე ფიზიკურად დაუპირისპირდა
მთავრობის კანცელარიასთან აქციის "არა კოლაბორაციონიზმს! არა მტერთან თანამშრომლობას!" დასრულების შემდეგ ინციდენტი მოხდა. უცნობი პირი "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს გიგა ბოკერიას ფიზიკურად დაუპირისპირდა. აღნიშნული პირი სამართლადამცველებმა შემთხვევის ადგილიდან გაიყვანეს.
ბოკერიას თქმით, აღნიშნული მოქალაქე ფსიქიკურად გაუწონასწორებელია. "პირი ფსიკურად გაუწონასწორებელია. ცდილობდა ჩემთან დაპირისპირებას. როგორც ჩანს, ის ებრძვის იმ იდეებს, რომელიც აქციაზე გაჟღერდა", – განაცხადა გიგა ბოკერიამ.