Express News

გიგი უგულავას სასამართლოსთან შეკრებილებმა კვერცხები ესროლეს


საკონსტიტუციო სასამართლოსთან „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის რაიონული ორგანიზაციის თავჯდომარეს კვერცხები დაუშინეს.
სასამართლოსთან შეკრებილი არიან „ქართული ოცნების“ აქტივისტები, რომლებიც აცხადებენ, რომ უგულავა დამნაშავეა.
ასევე იქ იმყოფებიან “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები. მათსა და „ქართული ოცნების“ აქტივისტებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო ეკიპაჟები.
ამ დროისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისი რაიონული ორგანიზაციის თავჯდომარის გიგი უგულავას სარჩელს საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ განიხილავს.
სასამართლოს მიმდინარეობის დროს გამოც უგულავამ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, პოლიციის გამოძახების თხოვნით მიმართა. მისი თქმით, სასამართლოს ეზოში შეკრებილი იყვნენ ახალგაზრდები, რომლებიც მისთვის კვერცხების სროლად აპირებდნენ.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT